OS X Maverics – პირველი შთაბეჭდილებები
მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა iOS 7-ის მიმართ, რაც საკმაოდ საფუძვლიანად მიმაჩნია, OS X 10.9-ით ძალიან მოხიბლული დავრჩი. კუპერტინოში ძალიან კარგად იზრუნეს შემდეგი ვერსიის ფუნქციონალურ განახლებაზე, რამაც შედეგი გამოიღო და დეველოპერული ვერსიის სტაბილურობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
