Android 4.4 KitKat-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა
უკვე დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ Android 4.4-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა. Intel-ის წარმომადგენლების გამოსვლისას დეველოპერების ფორუმზე ერთ-ერთ სლაიდში გამოჩნდა საჭირო მონაცემები. დღეისათვის Intel-ის პროცესორები არც ისე პოპულარულია მობილურ მოწყობილობებში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ Intel-ს აქვს ის ტექნოლოგიები რაც შესაძლებელს გახდის 64 ბიტიანი პროცესორების მობილურ სეგმენტში დანერგვას.
Android-მა iOS ძალიან შორს ჩამოიტოვა
Android პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ.
OS X Maverics – პირველი შთაბეჭდილებები
მიუხედავად ჩემი სკეპტიკური განწყობისა iOS 7-ის მიმართ, რაც საკმაოდ საფუძვლიანად მიმაჩნია, OS X 10.9-ით ძალიან მოხიბლული დავრჩი. კუპერტინოში ძალიან კარგად იზრუნეს შემდეგი ვერსიის ფუნქციონალურ განახლებაზე, რამაც შედეგი გამოიღო და დეველოპერული ვერსიის სტაბილურობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
iOS 7 და Android-ის მომავალი
თუ თქვენ, რამდენადმე მაინც ადევნებთ თვალ-ყურს ტექნოლოგიებისა და მობილური მოწყობილობების სიახლეებს აუცილებლად შეამჩნევდით Apple-ისა და iOS 7-ის გარშემო ატეხილ ხმაურს. კუპერტინომ წარმოადგინა სრულიად ახალი და სრულიად შეცვლილი დიზაინი iOS 7-ში ყველა მათი მოწყობილობისათვის და უფრო მეტიც. არის უამრავი პოსტი სადაც Android-ისა და iOS-ის შედარება კეთდება და არის საუბარი იმაზე თუ რა დააკოპირა Apple-მა მისი უმთავრესი […]
ნებისმიერი iOS მოწყობილობის გატეხვა მოდიფიცირებული დამტენით არის შესაძლებელი
უსაფრთხოების მკვლევარებმა აღმოაჩინეს iOS მოწყობილობაში პროგრამის შეყვანის მეთოდი მოდიფიცირებული დამტენის საშუალებით. George-ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდი ამბობს, რომ მათ დამტენს შეუძლია არბიტრალური პროგრამის ატვირთვა iOS მოწყობილობაში ერთ წუთში რაც ის მიუერთდება მას. თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, “ყველა მომხმარებელი” არის რისკის ქვეშ, რადგანაც მეთოდს არ ჭირდება მომხმარებლის ჩარევა.
iOS 6.1-ში შესაძლებელია პაროლის გვერდის ავლა
ახლახან გამოშვებულ iOS 6.1-ში ნაპოვნია სერიოზული მოწყვლადობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვერდი ავუაროთ დამცავ პაროლს და მივიღოთ წვდომა მოწყობილობის ზიგერთ ფუნქციებთან. ნუ იფიქრებთ, რომ საჭიროა სპეციალური პროგრამები, ჯეილბრეიქი – მხოლოდ მოთმინება და მარჯვე ხელები 🙂
ყოველ 10 წელიწადში მობილური ბრენდების უმრავლესობა კრახს განიცდის
დაახლოებით 1994 წელს უმრავლესობა მობილური ბრენდებისა, რომელბსაც ჰქონდათ პრეტენზია გლობალურ ლიდერობაზე გაქრა ან დაუბრუნდა თავის საშინაო ბაზარს. იგივე განმეორდა 2003 წელსაც და ძალიან მალე მოსალოდნელია მორიგი მსხვერპლშეწირვის, ქაოსის და ნგრევის პერიოდი, რომელსაც რამოდენიმე მწარმოებელი გადაიტანს მხოლოდ.
US-CERT აფრთხილებს მომხმარებლებს ვებ-ბრაუზერებში Java გამორთონ
დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც კომპიუტერის მომხმარებლები პირველად გააფრთხილეს Java-ს გამორთვის შესახებ, მაგრამ ის რაც ახლა ხდება უფრო დიდ რისკსა და საფრთხეს შეიცავს ვიდრე ოდესმე. United States Computer Emergency Readiness Team-ის (US-CERT – არის ა.შ.შ. ნაციონალური უსაფრთხოებს დეპარტამენტის ნაწილი) უსაფრთხოების მკვლევარებმა პირველი გაფრთხილება ხუთშაბათს გამოაქვეყნეს სადაც აღნიშნეს, რომ ნებისმიერი კომპიუტერის მომხმარებელმა უნდა გამორთოს Java […]
OS X-ის უსაფრთხოება 2012 წელს და რა იქნება მომავალში
2012 წელი “გამომაფხიზლებელი” იყო OS X-ის უსაფრთხოებისთვის როგორც მინიმუმ სპეციალისტებისათვის და მკველევარებისთვის მაინც 🙂 საქმე იმაშია, რომ წლის განმავლობაში მოხდა რამოდენიმე მოვლენა, რომელმაც საკმარისი ხმაური გამოწვია. მუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რამ პირდაპირ Apple-ს შეეხო, კომპანია ამ საკითხებს სერიოულად მხოლოდ მაშინ მოეკიდა, როცა მსხვერპლი მომხმარებელები გახდა.
2012 წლის ჩავარდნები ღრუბლოვანი სერვისების მუშაობაში
IWGCR-ის (International Working Group on Cloud Computing Resiliency) ანგარიშის მიხედვით, ყოველი წლის განმავლობაში ღრუბლოვანი სერვისები მიუწვდომელია საშუალოდ 7.5 საათის განმავლობაში. კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად არიან დამოკიდ
