გამოვიდა ახალი Gmail აპლიკაცია iOS მოწყობილობებისთვის

გვიან მაგრამ უფრო ადრე ვიდრე არასდროს გამოვიდა  Gmail-ის 2.0 აპლიკაცია iOS პლატფორმისათვის, რითაც გაგვახარა Google-ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ელ-ფოსტის მომხმარებლები, რომლებიც ან შემოვრჩით Apple-ის მოწყობილობებს ან გვიყვარს ეს პლატფორმაც და ვერ ვშორდებით :-). განახლება შეეხო iPad, iPhone და iPod Touch-ის მომხმარებლებს.

YouTube უკვე iPad-ზე

ალბათ იკითხავთ რატომ უკვე iPad-ზე. იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც Apple-მა გამოუშვა iOS 6 და ამოიღო YouTube მისი სტანდარტული პროგრამებიდან, ჩვენ კარგა ხანი არ გვქონდა ამ სერვისისთვის მშობლიური აპლიკაცია iOS პლატფორმაზე. ჯერ გამოვიდა iPhone-ის ვერსია და აი უკვე ის iPad-ის ყველა მოდელზე არის ხელმისაწვდომი.

Apple-მა iOS 6-ის რუკების გამო გუნდის მენეჯერი დაითხოვა

Apple-დან დაითხოვეს რიჩარდ უილიამსონი, რომელიც რუქების შემქმნელი ჯგუფის მენეჯერი იყო. დათხოვნა განახორციელა ედი ქიუმ, რომელიც კომპანიიდან უკვე წასულმა სკოტ ფორსტალმა დანიშნა უფროს ვიცე-პრეზიდენტად და ჩააბარა რუქების მიმართულების კონტროლი.

Amazon-მა რუკების API-ს ბეტა ტესტირება დაამთავრა

თუ ამაზონმა  გადაწყვიტა საკუთარი გზით იაროს მაშინ Google Maps არ იქნება ერთადერთი სანავიგაციო საშუალება Kindle Fire-ზე. სექტემბერში უდიდესმა ინტერნეტ მაღაზიამ წარმოადგინა თავისი რუქების პროგრამირების ინტერფეისის ბეტა ვერსია, რითაც მზადყოფნა გამოხატა Apple-ის მსგავსად თავისი წილი ქონდეს ამ ბაზარზე.

Apple-მა შესაძლოა არ გამოყენოს Intel-ის ჩიპები

Apple-ის ბოლო დესკტოპ კომპიუტინგის აპარატურა არის შედეგი იმ ევოლუციის, რომელიც რევოლუციურად დაიწყო 2005 წელს Intel-ის ბაზაზე გადასვლით, მაგრამ ახლა კომპანია უკვე ფიქრობს გამოუშვას ახალი ჩიპები Mac-თვის საკუთარი ძალებით. როგორც Bloomberg-ი გვატყობინებს  Apple-ს ჯერა, რომ მისი მობილური ჩიპები მალე ისეთი მძლავრი იქნება, რომ შეძლებს გაუძლოს Mac პლატფორმას.

Samsung-ის პასუხი iPhone 5-ზე

ამერიკის სასამართლოში დამარცხების შემდეგ Sasmsung აგრძელებს ბრძოლას Apple-ის წინააღმდეგ მარკეტინგული რეკლამებით. მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა iPhone 5-ის სრული სპეციფიკაციები Samsung-მა მოიყვანა შედარება მის პროდუქტთან.

Apple-მა Lightning to microUSB ადაპტერი გამოუშვა

როგორც TheVerge იტყობინება Lightning to 30 pin ადაპტერთან ერთად ევროპელი მომხმარებლებისათვის მათ Lightning to microUSB ადაპტერიც გამოუშვეს. ეს მათ ევროკომისიის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან თავსებადობისთვის გააკეთეს და გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მაღაზიებში მისი შეძენა შესაძლებელი იქნება £15 / €19 ($25). წყარო: TheVerge

Android-ის განვითარება Apple-ის პატენტების გვერდის ავლით

Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.

Apple-ის ახალი უხერხული რეკლამები

მოგწონთ თუ არა Apple-ის პროდუქტები, ძნელია არ ვაღიაროთ კომპანიის ლეგენდარული სარეკლამო კამპანიები. ცნობილი “1984” Macintosh, 1997 წლის “Think Different”, 2006 წლის “Get a Mac” სერიები და ბოლოს iPhone-ის რეკლამები. Apple-ის ბოლო სერიის რეკლამები, რომლებიც 2012 წლის ლონდონი ოლიმპიადის ტრანსლაციებისას გადის არანაირად არ გავს მის წინამორბედებს.

Samsung და Google აიძულეს Galaxy Nexus-ის downgrade.

როგორც ჩანს საპატენტო სისტემის მორიგ დიდ გამარჯვებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც ამ სისტემას შეუძლია. ეს არის დესტრუქციული ეფექტი, რომელიც მას აქვს ყველაზე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაზე. დიდი მადლობა Apple-ის და Microsoft-ის მსგავს ტროლებს, უმარტივესი, ელემენტარული ფუნქციონალი იქნება ამოღებული მოწყობილობებიდან, რომელიც უკვე ნაყიდი აქვს ხალხს.