Apple Special Event: iPhone 6, Apple WATCH, Apple Pay

როგორც მოსალოდნელი იყო კომპანია Apple-მა პრეზენტაციაზე საკმაოდ საინტერესო სიახლეები წარმოგვიდგინა. ახალ iPhone-თან ერთად წარმოადგინეს გადახდების ახალი სისტემა Apple Pay და რაც ყველაზე მოსალოდნელი იყო Apple WATCH, რომელიც შეიძლება ამ ევენთის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ჩაითვალოს. წარმოდგენის ბოლოს გამოვიდა ჯგუფი U2. რომელმაც iTunes-ის ყველა მომხმარებელს უფასოდ გადასცა თავისი ბოლო ალბომის ციფრული ვერსია.
