iPhone 4 — 2010 წლის ყველზე გაყიდვადი eBay-პროდუქტი

ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული. მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა […]
სტივ ჯობსი — «წლის მამაკაცი» გაზეთ Financial Times-ის ვერსიით

სტივ ჯობსი თავის ქმნილებასთან ერთად. (2010 წლის იანვარი, სან-ფრანცისკო; Newscom-ის ფოტო). გასულ კვირას Time-მა განსაზღვრა «წლის მამაკაცი»: ეს ტიტული, «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო», Facebook-ის დამფუძნებელს, 26 წლის მარკ ცუკერბერგს ერგო. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ გაზეთს, Financial Times-ს სულ სხვა შეხედულება აქვს: «წლის მამაკაცის» როლი ყველაზე მეტად, Apple-ის დამაარსებელს, სტივ […]
ახალი MacBook Pro და iMac

შემდეგი წლის პირველ ნახევარში კომპანია Apple გამოუშვებს მისი პროდუქტების განახლებულ ვერსიებს გამოუშვებს. კონკრეტულად: MacBook Pro და iMac-ის ახალ მოდელებს. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, MacBook Pro ლეპტოპების ახალი ხაზი მინიმუმ ოთხი მოდელით იქნება წარმოდგენილი. iMac მხოლოდ დიდი ზომის დისფლეებით იქნება შეცვლილი. (ახლა მონობლოკები მხოლოდ 21,5 და 27 დიუმის ზომებში გამოდის) მოსალოდნელია რომ ახალ მოდელებში იქნება Intel Sandy […]
მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 48 მლნ ერთეულს მიაღწიოს

შეძლებს კი სტივ ჯობსის იმპერია ანალიტიკოსის ოპტიმისტური პროგნოზიზ გამართლებას? (რეიტერის ფოტო). ანალიტიკოსები Apple-ის პროდუქციის, პლანშეტურ კომპიუტერ iPad-სა და კომუნიკატორ iPhone-ის გაყიდვების უსწრაფეს ზრდას პროგნოზირებენ. Wedge Partners-ის სპეციალისტის ბრაიან ბლეირის აზრით, მომავალ წელს iPad-ის გაყიდვების რაოდენობამ შესაძლოა 45-48 მლნ ერთეულს მიაღწიოს. 2010 წელს, როგორც მოსალოდნელია, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით, 13,5 მლნ «აიპადი» გაიყიდება. ასევე, ბატონი ბლეირი ვარაუდობს, რომ […]
Apple-ის მისტიური ანონსი!

ძალიან უცნაურია, მაგრამ რა უნდა წარმოადგინოს “ვაშლოვანმა კომპანიამ”? რატომ არ დაგვავიწყდება ხვალინდელი დღე? ხვალ 19 საათზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ფირმვერის განახლებები, ჩემი აზრით ეს რაღაც გლობალური უნდა იყოს, რევოლუციური. იქნებ ახალი i-გაჯეტი? იქნებ ახალი სერვისების ღრუბელი? რა თქმა უნდა ამას ხვალ აუცილებლად გავიგებთ !
iTunes 10.1 – AirPlay და iOS 4.2

გამოვიდა iTunes 10.1 განახლება, რომელიც არის მოსამზადებელი ეტაპი iOS 4.2 ოპ. სისტემის მხარდაჭერითვის. გათვალისწინებულია AirPlay სერვისი AppleTV-თვის და ახალი iOS-ის ფუნქციონალური მხარდაჭერა iPhone 3G, 3GS და iPgone 4-თვის.
Apple პლანშეტების ბაზრის 95 პროცენტს აკონტროლებს

swanksalot-ის ფოტო. Strategy Analytics-ის კვლევის თანახმად, Apple პლანშეტების მსოფლიო ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ანალიტიკოსების შეფასებით, გასულ კვარტალში, სულ 4,4 მლნ პლანშეტი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2010 წლის მეორე მეოთხედის რეზულტატთან შედარებით, როცა სულ 3,5 მლნ ერთეულის რეალიზება მოხდა. გასულ კვარტალში, სულ გაყიდული პლანშეტური კომპიუტერებიდან, iPad-ის წილი 4,19 ერთეულს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple შესაბამისი […]
Apple სმარტფონებისა და მობილურების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის რიგით მეოთხეა

სტივ ჯობსი WWDC-ის კონფერენციაზე. კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის მესამე კვარტლში, მობილურების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების სტატისტიკა. ივლისიდან სექტემბრამდე მწარმოებლებმა მოახერხეს 340,5 მლნ ტელეფონისა და სმარტფონის რეალიზება. ეს მაჩვენებელი 14,6%-ით მეტია გასული წლის მონაცემთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა 297,1 მლნ ერთეულს. ფინური ვენდორი Nokia მობილური აპარატების უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. კომპანიამ გაყიდვების რაოდენობა 1,8%-ით, 32,4%-მდე გაზარდა […]
Motorola iPad-ის, iPhone-ისა და iPod touch-ის გაყიდვების აკრძალვას ითხოვს

სტივ ჯობსის პასუხი იქნება ასიმეტრიული? კომპანია Motorola-მ სარჩელი შეიტანა Apple-ის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალს დებს დაპატენტებული ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენებაში. Motorola აცხადებს, რომ Apple-მა დაარღვია სულ 18 პატენტი; საუბარია WCDMA და Wi-Fi ქსელებში ინფორმაციის უკაბელო გადაცემის საშუალებებზე, ანტენის დიზაინზე, რამდენიმე მოწყობილობას შორის ინფორმაციის სინქრონიზაციის მეთოდზე, გეოლოკაციის სერვისებზე, ელექტრონული წერილის უკაბელო გაცვლაზე და სხვ. მოსარჩლე ამტკიცებს, რომ ჩამოთვლილი […]
შეფასებულია ახალი Apple TV-ის თვითღირებულება

კომპანია iSuppli-მ შეაფასა ახალი Apple TV-ს წარმოების ღირებულება, რომელიც წარმოდგენილი იყო დაახლოებით ერთი თვის წინ. iSuppli-ის მონაცემებით Apple TV-ის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი არის პროცესორი Apple A4 და ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემა მოცულობით 8 გბ. რომელთა ღირებულება არის $16,55 და $14. $7,65 ღირს უკაბელო კავშირის კონტროლერი. მბეჭდავი პლატა თანმხლები კომპონენტებით შეფასებულია $6,74. ინტერფეისული მოდულების ღირებულება შეადგენს $2,6, ხოლო დისტანციური მართვის პულტის და ორმეტრიანი […]
