Samsung ამზადებს ფლაგმანურ Android-სმარტფონს

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung უახლოეს თვეებში წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის პროგრამულ პლატფორმაზე. სმარტფონი სავარაუდოდ გამოვა, დასახელბით Galaxy S II Plus და მიიღებს ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც. შედარებისთივს: ფლაგმანური აპარატი Galaxy S II აღჭურვილია 1,2-გიგაჰერციანი ჩიპით. სიახლეს, სავარაუდოდ, ექნება 1 გბ ოპერატიული მეხსიერება. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის დებიუტი შედგება ივლისში ან აგვისტოში. ეკრანის ზომა […]
30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]
სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Nokia–მ შესაძლოა დათმოს ლიდერის პოზიცია

კომპანია Nomura–ს ანალიტიკოსები სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ძალთა მნიშვნელოვან გადანაწილებას პროგნოზირებენ. მათ მიაჩნიათ, რომ უკვე მიმდინარე კვარტლაში Nokia, რომელიც 1996 წლიდან ლიდერობს სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებელთა სიას, პირველ ადგილს კომპანია Samsung–ს დაუთმობს, ხოლო 2011 წლის მესამე მეოთხედში შესაძლოა საერთოდ მესამე ადგილზე გადაინაცვლოს (ადგილი გაუცვლის Apple–ს). 2012 წელსაც, Nomura–ს აზრით, Nokia გააგრძელებს ვარდნას: მას კიდევ ერთი საფეხურით დაბლა ტაივანური კომპანია HTC დასწევს. გარდა ამისა, იმ […]
Android-ის წილი, სმარტფონების ამერიკულ ბაზარზე, 40 პროცენტს უახლოვდება

TheHotGadget.com–ის ფოტო. კომპანია comScore–მ ფიჭური აპარატების ამერიკული ბაზრის აპრილის მონაცემები გამოაქვეყნა. მობილური ტელეფონი ან სმარტფონი 13 წელს გადაცილებულ 234 მლნ ამერიკელს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ა.შ.შ–ში ყველაზე დიდი პოპულარობით Samsung–ის მოწყობილობები სარგებლობს: მისი წილი 24,5%–ს შეადგენს. LG Electronics და Motorola რეიტინგში მეორე და მესამე ადგილს ინაწილებენ, რომლებიც, შესაბამისად, ბაზრის 20,9 და 15,6%–ს ფლობენ. შემდეგ მოდიან Apple (8,3%) და Research In Motion (8,2%). სმარტფონით სარგებლობს 74,6 მლნ […]
ერიკ შმიტდი: უსაფრთხოებისთვის გამოიყენეთ Mac და Chrome

Google–ის გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი. სამშაბათს, Google–ის გენერალურმა დირექტორმა, ერიკ შმიდტმა, ინტერვიუ მისცა პოპულარულ საიტს, All Things Digital–ს, სადაც გააკეთა რამდენიმე საინტერესო კომენტარი IT-ტექნოლოგიების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიმართულებით. ტრადიციულად, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნეგატიური სიტყვები Microsoft–მა დაიმსახურა. ბატონი შმიდტის განცხადებით: «Microsoft–ს არ მოაქვს მომხმარებლისთვის რევოლუცია»; ეს სიტყვები, ძირითადად, XBox 360–ს ეხება, რომელიც შმიდტის აზრით «არ არის გამოთვლითი პლატფორმის დონეზე». შმიდტს აზრით, «იმისათვის, რომ […]
პლანშეტებისადმი დიდი ინტერესის გამო, ტრადიციული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა 0,3%–ით შემცირდა

კომპანია iSuppli–მ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, პერსონალური კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მედიაპლანშეტების მიმართ დიდი ინტერესის გამო (განსაკუთრებით Apple iPad) დესკტოპებისა და ნოუთბუქების გაყიდვების მოცულობა ეცემა. იანვრიდან მარტის ჩათვლით 81,3 მლნ PC-ის რეალიზება მოხერხდა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 0,3%–ით ნაკლებია (8,6 მლნ). 18,9%–ით, უმსხვილეს მწარმოებელთა სიას Hewlett-Packard ლიდერობს. ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიის გაყიდვების მოცულობა 2,1%–ით შემცირდა — […]
15 წლის განმავლობაში, პირველად, IBM–ის კაპიტალიზაციამ Microsoft–ს გაასწრო

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო). გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო. გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა. ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის […]
აფეთქება iPad 2–ის ამწყობ ქარხანაში

20 მაისს, აფეთქბა მოხდა ტაივანური კორპორაციის, Foxconn–ის ჩინურ ქარხანაში — კონკრეტულად, Apple iPad 2–ის მწარმოებელი ხაზი. დაიღუპა სამი ადამიანი, დაიჭრა 15, ექვსი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. ჩამოინგრა კედლები… ქარხანა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთით, ქალაქ ჩენდუს მახლობლად მდებარეობს უკანასკნელ დროს მუშაობის არაადამიანური პირობების გამო მწარე კრიტიკის ქვეშ მოხვდა. ბედის ირონიით (ან შეიძლება სულაც არა), ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც Apple–ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, ტიმ კუკმა […]
სმარტფონების ბაზარის მოცულობა სწრაფი ტემპებით იზრდება

Apple–მა შესაძლოა Nokia–ს გაასწროს (Wu Kaixiang / Xinhua Press / Corbis–ის ფოტო). კომპანია International Data Corporation–მა (IDC) სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების, პირველი კვარტლის, საბაზრო წილები შეაფასა. იანვრიდან მარტის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის, 99,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 55,4 მლნ ერთეულს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ Nokia […]
Microsoft + Nokia + BlackBerry vs Google & Apple

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო). ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple. თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც, Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით? გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, […]
