Galaxy S II-მა, კორეაში, წინასწარი გაყიდვების მოცულობით, iPhone 4–ს გაასწრო

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა. შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო. როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი […]

ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20 პროცენტით გაიზარდა

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო. კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა. «ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი […]

Samsung-მა Apple–ის პრეტენზიებს სასამართლოში შეტანილი საჩივრით უპასუხა

Apple-ს სვლაა (Aeromental-2–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა შეასრულა დანაპირები და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდების საპასუხოდ Apple–ის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შეიტანა. შეგახენებთ, რომ კონფლიქტი Apple–ის მხრიდან დაიწყო,  სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. «სამსუნგმა» მაშინვე მიანიშნა, რომ ამ პრეტენზიაზე პასუხის გაცემას არ დააყოვნებდა. დღეისათვის Apple–ის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ–კორეაში, გერმანიასა და იაპონიაშია შეტანილი. ჯობსის […]

Samsung Apple–ის ბრალდებას პლაგიატში სიმეტრიულად უპასუხებს

Samsung Galaxy S (მარცხნივ) და Apple iPhone (BlogSpot.com–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ Apple–ს საპასუხო პრეტენზიებს წაუყენებს ბრალდებაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება. შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, «სამსუნგს» ბრალი ედება, მთელ რიგ, პატენტის უფლების დარღვევაში. შესაბამისი სარჩელი კალიფორნიის (ა.შ.შ) ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოშია გაგზავნილი. «საკუთარი […]

ანალიტიკოსები ტექნოლოგია NFC–ს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

NFC–ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება (TheNoisecast.com–ის ფოტო). კომპანია Juniper Research–ის ანალიტიკოსებმა კომუნიკატორების ბაზარზე Near Field Communication–ის (NFC) პერსპექტივები შეაფასეს. NFC — უკაბელო კავშირის მაღალსიხშირული სისტემა მოქმედების მოკლე რადიუსზე, რომელიც 10 სმ მანძილს მოთავსებულ მოწყობილობებს შორის მონაცემების გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ NFC–გაჯეტის საშუალებით შესაძლებელია უკონტაქტო მეთოდით ყიდვებისა და მომსახურეობის (მაგალითად, მგზავრობა მეტროში) გადახდა, შეძენილ საქონელზე დამატებითი ინფორმაციის მიღება და […]

iBoot+Multibeast @ GeMUG.GE

ამ სტატიით მინდა მივესალმო GeMUG პორტალს და ჩემი წვლილი შევიტანო შესანიშნავი სტარტაპის განვითარებაში. ხშირად კომპანია Apple-ის პროდუქციის შეძენა გარკვეულ ფინანსურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და იმათთვის ვისაც აინტერესებს პლატფორმა და არ აქვს საშუალება სრულად გაეცნოს მას ვთავაზობ მაკინტოშის პერსონალურ კომპიუტერზე ინსტალაციის ერთ-ერთ ინსტრუქციას მრავალთაგან 🙂 ხშირად ჰაკინტოშის დაყენება მოითხოვს კომპიუტერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას, ტერმინალში ბრძანებების აკრეფას, […]

Apple ინტერნეტ–მაღაზია Amazon–ს სასამართლოში უჩივის

კომპანია Amazon-მა ძლივს მოასწრო გაეხსნა საკუთარი app store Google  Android–ის პლატფორმებისთვის, რომ უკვე ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა. Apple, როგორც იუწყებიან, Amazon–ს უჩივის ბრალდებით, რომ ის გაშვებულ სერვისში «არაკანონიერად იყენებს App Store–ს სავაჭრო მარკას», ასევე მოპასუხე დადანაშაულებულია არაჯანსაღ კონკურენციასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. კომპანია Apple მაღზია Amazon–ში ტერმინ App Store–ს აკრძალვასა და ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. «ბრალდებულ» ჯეფ ბეზოსს ამ თემასათან დაკავშირებით […]

Toshiba: ჩვენი პლანშეტი უკეთესია, ვიდრე iPad 2!

Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ. უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ. […]

Apple: iPad 2

Apple-მა წარმოადგინა შემდეგი თაობის პლანშეტი iPad 2 რით განსხვავდება iPad 1-საგან: – ახალი დიზაინი. ის 33%-ით თხელია და მისი სისქე 8.8 მილიმეტრს შეადგენს – უფრო თხელი ვიდრე iPhone 4. ის 10%-ით მსუბუქია წინამორბედზე. ახალი პლანშეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – თეთრი და შავი. გაყიდვაში პირველაი თეთი მოდელები იქნება მხოლოდ. აღინიშნება წარმადობის საგრძნობი მომატება A5 ჩიპის წყალობით, […]

პორტატული კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე Apple ლიდერობას არავის უთმობს

კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით. ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 […]