წყაროებისთვის ბრძოლამ ადამიანის ევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

ადამიანის ევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებლი შესაძლოა წყაროებისათვის კონკურენცია გამხდარიყო – აფრიკაში მშრალი კლიმატის ეპოქაში სუფთა წყლის სულ რამოდენიმე წყარო არსებობდა. ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ, გამოქვაბულ ოლდუვაის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების შედეგად, ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა Homo habilis-ის ნარჩენები. კვლევები აგმოქვეყნდა ჟურნალ PLoS ONE-ში. 1,8 მილიონი წლის წინ, ჰომინიდების ევოლუციის ძალიან მნიშვნელოვან ეპოქაში, სასმელად ვარგისი წყალი ოლდუვაის […]
ხეოფსის პირამიდაში შესაძლოა საიდუმლო ადგილები იყოს

ფრანგი არქიტექტორი ჟან-პიერ უდენი ამტკიცებს, რომ გიზის დიდ პირამიდას (ხეოფსი) შესაძლოა ქონდეს ორი საიდუმლო ოთახი, რომლების არსებობის შესახებაძ ჯერ-ჯერობით არავინ არ იცოდა. ოთახი პირამიდის ცენტრში უდენმა “დაინახა” 3D-მოდელირების მეშვეობით, ცნობების შესწავლის შემდეგ, რომელიც წარმოადგინა ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბობ ბრაიერმა. არქიტექტორის აზრით, ამ ოთახებში ინახება ავეჯი, რომელიც ფარაონ ხუფუს, რომელიც ცნობილია როგორც ხეოფსი, უნდა გამოეყენებინა სიკვდილის შემდეგ. […]
მამონტები შესაძლოა ხუთ წელიწადში დაბრუნდნენ

იაპონელი მეცნიერება თვლიან, რომ უძველესი ცხოველების კლონირება უკვე ფანტასტიკა აღარაა, ეს რეალობაა. კვლევები, რომელიც ჩაატარა აკირა ირიტანიიმ კიოტოს უნივერსიტეტიდან, აჩვენეს, რომ ცხოველების გაყინული ნარჩენებისაგან შესაძლებელია დნმ-ის გამოყენება, ცოცხალი ცხოველების შესაქმნელად. ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა შეძლეს თაგვის კლონირება, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში იყო 16 წლის განმავლობაში. ამასობაში მისი გენეტიკური მასალა შეუყვანეს სხვა თაგვს. იაპონელი მეცნიერები მამონტის კლონირების წარმატების […]
ჟურნალმა Science დაასახელა წლის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული მოვლენები

მაკროსკოპიული მექანიკური ოსცილატორის კვანტური “ქცევის” გამოკვლევა ჟურნალ Science-ის მიერ დასახელდა 2010 წელს ყველაზე უფრო ღირებულად. ამ სამუშაოს ავტორები არიან ფიზიკოსები სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც თავიანთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს Nature-ში. მათი მიერ ამორჩეული მექანიკური სისტემა, მინიატურულ ტრამპლინს წააგავდა, რომლის ზომაცაა 30 მკმ, რომლის ცენტრშიც არის პიეზოელექტრული მასალის ფენა, ხოლო მის გვერდებზე ალუმინის ფენებია განთავსებული. კვანტური მექანიკის სპეციალისტებისათვის, […]
დინოზავრების განადგურებამ ძუძუმწოვრებს გაზრდის საშუალება მისცა

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა პირველად დეტალურად აჩვენა, თუ როგორ იმოქმედა დინოზავრების გადაშენებამ ძუძუმწოვრების ზომებში გაზრდაზე. ძუძუმწოვრები წარმოიშვნენ 210 მლნ წლის წინ და პირველი 140 მლნ წლის განმავლობაში რჩებოდნენ პატარებად (10-100გ), მანამ სანამ ეკოსისტემაში დომინირებდნენ დინოზავრები და სხვა გიგანტური რეპტილიები. მასიურ განადგურებას (65 მლნ წლის წინ) რათქმაუნდა ძუძუმწოვრებმაც ვერ აუარეს გვერდი, მაგრამ ბოლომდე, ყველა სახეობა არ განადგურებულა, […]
აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხი

Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო). ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი. ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული ანგარიში წარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე. დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა […]
აფრიკის ფარგლებს გარეთ, ყველაზე ძველი Homo sapiens-ის ნარჩენები აღმოაჩინეს ჩინეთში

ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს ადამიანის ქვედა ყბისა და სამი კბილის კვლევის შედეგები, რომელიც აღმოჩენილია 2007 წელს ჩჟიჟენის გამოქვაბულში ჩინეთის სამხრეთით. ნარჩენები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როდის გამოვიდნენ ჩვენი წინაპრები აფრიკიდან. საქმე იმაშია, რომ ყბას აქვს ერთი უდაოდ თანამედროვე ნაწილი — წინ წამოწეული ყბა, თუმცა ის 60 ათასი წლით ძველია რიგით შმდეგ […]
ეგვიპტეში აღმოჩენილია IV დინასტიის მაღალი წოდების ქურუმის სამარხი

გიზის პირამიდებთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქურუმის სამარხი, რომელიც IV დინასტიის ფარაონ ხაფრას დროს ცხოვრობდა. მდიდრულად მორთული სამარხი პირამიდის მშენებლების საფლავების გვერდზეა. ხაფრა, ხუფუს შვილი (ხეოფსი), ცნობილია სიდიდით მეორე პირამიდის მშენებლობით. მის საპატივცემულოდ აშენებული კომპლექსი, მისი სიკვდილის შემდეგაც დიდი ხანი ფუნქციონირებდა. რიტუალებს და ლოცვებს ქურუმების გარკვეული ჯგუფი ატარებდა, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა რუჯ-კა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXVI […]
ინტერნეტში გამოქვეყნდა ტუტანჰამონის საფლავის გათხრების არქივი

ინტერნეტში გამოქვეყნდა ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარდ კარტერის არქივი, მან აღმოაჩინა ტუტანჰამონის სამარხი. აღმოჩენა 1922 წელს გაკეთდა. ეს ფარაონის ერთადერთი სამარხია, რომელიც მეცნიერებმა იპოვეს და არ იყო გაძარცვული. მასში აღმოჩენელია 5 398 ობიექტი, რომელიც მოგვითხრობს ძველი ეგვიპტის ცხოვრების ყველა ასპექტზე, — იარაღებიდან დაწყებული მუსიკალური ინსტრუმენტებით დამთავრებული, ასევე ტანსაცმელი, კოსმეტიკა და თქვენ წარმოიდგინეთ ტუტანჰამონის ბებიის თმებიც კი. ამ […]
ეთიოპიაში ინახება უძველესი ილუსტრირებული ქრისტიანული წიგნი

ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდმა Ethiopian Heritage Fund, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მონასტერში, შეძლო შემოენახა უძველესი მსოფლიოში ილუსტრირებული წიგნი. ეს არის გარიმის სახარება. გარიმი დაერქვა მოძღვრის საპატივცემლოდ. ავა გარიმი კონსტანტინოპოლიდან ეთიოპიაში ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვით 494 წელს. ლეგენდის თანახმად მას შეეძლო სახარების გადაწერა სულ რაღაც ერთ დღეში, რადგან ღმერთს არ ჩაჰავდა მზე მანამ, სანამ მოძღვარი არ დაასრულებდა სამუშაოს. წიგნი […]
