ვიდეოში კლასიკური ალბომების ქავერები გააცოცხლეს

ისრაელი ხელოვანის როი კაფრის ალბომის “Acowpella Beatbox”-ის პირველი სინგლია “Mayokero”. მუსიკალური კლიპის რეჟისორია Vania Heymann, ხელოვნების და დიზაინის მეორეკურსელი სტუდენტი. მან აიღო კლასიკური ალბომები ქავერები, აამღერა და გააერთიანა ისინი ერთ კლიპში. Acowpella Beatbox როის პირველი ალბომია, რომელიც გამოსცა 2011 წლის მარტში. ალბომის სრულად მოსმენა ან ყიდვა შეგიძლიათ აქ.    

ერთ-ერთი ძალიან სახიფათო სამსახური

Liz Kaszynski-ს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური. ის არის Lockheed Martin-ში მომუშავე ათიდან ერთ-ერთი საჰაერო ფოტოგრაფი. მას ევალება სურათების გადაღება მოიერიშე თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენის ღია კარებიდან. ქვემოთ მოცემ ვიდეოში შეგიძლია მოუსმინო მის საუბარს თავისი სამსახურის შესახებ და შეგშურდეს :3

მოცეკვავე დრონები

დიუ სოლეის ცირკმა დრონები ააცეკვა. მათ გადაიღეს პატარა ვიდეო, სადაც ცეკვავს ათი დრონი, რომელთაც დამაგრებული აქვთ ნათურები. დრონები კონტროლირდება კომპიუტერული პროგრამიდან,  ასე რომ, მათ შეუძლიათ იმოძრაონ სინქრონულად და ამასთანავე, ინტერაქცია ჰქონდეთ მსახიობთან. ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დადგეს ეს პერფომანსი.

სპეცეფექტების გარეშე წყალქვეშ გადაღებული ვიდეო

ეს წყალქვეშა ვიდეო არის ძალიან სიურეალისტური, მაგრამ ვიდეოს შემქმნელების,  Francisco and Armando del Rosario and Armiche Ramos-ის თქმით, მათ არ გამოუყენებიათ სპეციალური კომპიუტერული ეფექტები. მხოლოდ რამდენიმე კამერული ხრიკი და ეს ჩანს, როგორც ოკეანე და მისგვერდით სამყარო და წყალზეც კი შეიძლება გაისეირნო. სასიამოვნოა ყურება, რა ლამაზად ასახეს მათ წყლაქვეშა სამყარო.

ანიმაციის პერსონაჟები მოწყობილობიდან მოწყობილობაში გადადიან (ვიდეო)

  დღეისათვის იმდენ რამეს ვხედავთ ტელევიზორსა თუ ფილმებში, რომ რთულია ვინმემ გაგვაოცოს კომპიუტერული გრაფიკით. მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გადის დამატებით კილომეტრებს, რათა შექმნას რაღაც განსაკუთრებული ძველი სკოლის ტექნოლოგიების გამოყენებით. ბენდმა Brunettes Shoot Blondes ახალი სინგლისთვის Knock Knock შექმნა ანიმაციური ვიდეო, რომელიც დახტუნავს 14 სხვადასხვა მოწყობილობას (iPhone-ებს, აიპადებსა და აიპოდებს) შორის. გადაღებულია გენიალურად სინქრონიზებული პერფომანსის თანხლებით.