2011 წლის ყველაზე მომხიბლავი სიახლეები, თვითონ მეცნიერების ვერსიით

საიტმა LiveScience ამერიკელ მკვლევარებს სთხოვა დაესახელებინათ წინა წლის ყველაზე გამორჩეული სიახლეები და აი მათი პასუხებიც. მაიკლ მანი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი: “ცოტა რთული შეკითხვაა, ვფიქრობ რამოდენიმე ნამუშევარი აუცილებლად უნდა იქნეს ნახსენები, რომლებმაც ნათელი გახადეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებს  და კლიმატის ცვალებადობას შორის, ასევე სტივენ რამსტორფის კვლევები, ტედ პრეფერის და სხვების, რომლებმაც შემოგვთავაზეს გადაგვეხედა ზღვის დონის პროგნოზირებადი ზრდა […]

ზონდები GRAIL გავიდნენ მთვარის ორბიტაზე

ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე. ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა  GRAIL-B. უახლოეს […]

აღმოჩენილია ყველაზე ახალგაზრდა, მილიწამიანი პულსარი

კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა “ფერმიმ” აღმოაჩინა ცნობილი მილიწამიანი პულსარებიდან ყველაზე ახალგაზრდა. მილიწამიანი პულსარი, ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი მძლავრი მაგნიტური ველით, რომლის ბრუნვის პერიოდიც იზომება მილიწამებში. თეორიის თანახმად, ბრუნვის ძალიან მაღალ სისწრაფეს, რომელიც აღწევს 43 000 ბრუნს წუთში, ამ ტიპის პულსარები აღწევენ სხვა “ჩვეულებრივ” ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებისას. თავისი ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპზე მნათობები პულსარს გადასცემენ გაზს (და ენერგიას ბრუნვისათვის), რაც […]

ათი წლის წინანდელ კოსმოსურ სურათებზე აღმოაჩინეს უცნობი პლანეტები

მარცხნივ – ვარსკვლავი HR 8799 “ჰაბლის” თვალებით ცენტრში – სურათი, რომელზეც დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ პლანეტები მარჯვნივ – HR 8799-ის პლანეტარული სისტემა, ნეპტუნის ორბიტით, შდარებისთვის (NASA / ESA / STScI.-ის სურათი) ამერიკელმა ასტრონომებმა ტელესკოპ “ჰაბლის” სურათების დეტალურად შესწავლისას აღმოაჩინეს ორი ეგზოპლანეტა. 2007-2010 წლებში ასტრონომთა ჯგუფმა კანადიდან, კრისტინ მაუერის ხელმძღვანელობით, დედამიწის ობსერვატორიებიდან გადაღებული სურათების მეშვეობით აღმოაჩინეს ოთხი […]