ერთი თაობის შემდეგ SMS-ები და ელექტრონული წერილები სამუდამოდ გაქრება

აი ისიც — მკვლელი ალტერნატივა (Grant Shellen–ის ფოტო). მობილური ტექსტური შეტყობინებები, შასაძლოა, ერთი თაობის შემდეგ სამუდამოდ გაქრეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მილიონობით ახალგაზრდა ადამიანი ელექტრონული კავშირის სხვა საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას — ტელოფონითა და სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის მყისიერი გაცვლის შესაძლებლობა. ექსპერტების თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა 20%–ით შემცირდა. ამის მიზეზი გახდა […]

სმარტფონების კვარტალური გაყიდვების მოცულობამ 100 მლნ ერთეულს მიაღწია

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა. ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა. Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში […]

ა.შ.შ–ში Android–სმარტფონმა პოპულარობით iPhone–ს გაასწრო

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია. ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს. Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, […]

Android ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმა გახდა

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა. Symbian-მოწყობილობების […]

RIM BlackBerry ამყარებს ახალ რეკორდს

RIM-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმი ბოლსილი. კანადურმა კომპანიამ Research In Motion-მა (RIM) გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები. სამი თვის განმავლობაში კომპანიამ მიიღო $4,62 მლრდ შემოსავალი, თუმცა ანალიტიკოსები $4,47 მლრდ-ს პროგნოზირებდნენ. წლიური გამოთვლებით RIM-ის მოგება გაიზარდა თითქმის მესამედით: 2010 ფინანსური წლის მეორე კვარტლში ვენდორმა გამოიმუშავა $3,53 მლრდ. საერთო ჯამში მოგება მობილური მოწყობილობებიდან გაიზარდა 79%-ით, მასთან დაკავშირებული […]

Gartner: 2014 წლისათვის Symbian და Android დაიპყრობენ მსოფლიო ბაზარს

ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს… 2014 წლისათვის მობილური ოპერაციული სისტემის მსოფლიო ბაზარზე იქნება მხოლოდ ორი დომინანტური პლატფორმა Symbian და Android, თვლის ანალიტიკური კომპანია Gartner. ექსპერტებს მიჩნიათ, რომ ორივე ოპერაციული სისტემის წილი, ერთად, იქნება 59,8%. ხოლო თავიანთ წილს საბაზრო ტორტის ნაჭერზე გაიყოფენ თანაბრად: 30,2% ექნება Symbian-ს, 29,6% — Android-ს. კომპანია Google-ის OS გულმოდგინედ ცდილობს არ […]

IDC: 2014 წელს Android დაიკავებს მსოფლიო ბაზრის მეოთხედს

IDC-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მობილური ოპერაციული სისტემის Google Android-ის პოპულარობის შემდგომ ზრდას. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს Android-ის წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 16,3%-ს; ამ მაჩვენებლით ის იკავებს მესამე ადგილს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ მობილურ ოპერაციულ სისტემებს შორის. 40,1%-ით პირველ ადგილზეა Symbian, მეორეზეა — BlackBerry OS 17,9%-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ Apple iOS (წინათ iPhone OS) და Windows Mobile […]

ჩინეთის ბაზარზე Symbian-სმარტფონების პოპულარობა დაეცა

Symbain-სმარტფონი Nokia C5 ჩინეთის ბაზრისთვის. DigiTimes იუწყება, რომ ჩინეთის სმარტფონებისა და კომუნიკატორების ბაზარზე ოპერაციული სისტემა Symbian-ის მქონე აპარატების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. თუ გასულ წელს Symbian-ის წილი აღწევდა 70–80%-ს, დღეს ეს რიცხვი არ აღემატება 50–60%-ს. ამის მიზეზია სამი რამ: პირველს ეწოდება iPhone: Apple-ის წილი ჩინეთის მობილურ ბაზარზე გაიზარდა 5%-ით და მიაღწია 10-პროცენტს. აღსანიშნავია, რომ Apple საკმაოდ […]

2013 წელს ყოველი მეოთხე მობილური აპარატი სმარტფონი იქნება

ABI Research-ის ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ 2013 წელს სულ რეალიზებული მობილური რელეფონებიდან მეოთხედი სმატრფომი იქნება. სმარტფონებში ABI Research გულისხმობს მობილურ მოწყობილობებს მაღალი დონის ოპერაციული სისტემების BlackBerry OS-ის, iOS-ის (წინა iPhone OS), Android-ის, webOS-ისა და Symbian-ის მართვის ქვეშ. გასული წლის მონაცემებით, სულ გაყიდული მობილური აპარატების 16% სმარტფონებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა, ხოლო 2013 წლისთვის, ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 25%-მდე. […]

საუკეთესო სმარტფონები და მობილური ტელეფონები აშშ–ში

კომპანია J.D. Power–ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკითხვა, თუ რომელი მობილური ტელეფონი და სმარტფონი არის პოპულარული ამერიკის ბაზარზე. გამოკითხვის შედეგად ყველა მწარმოებელმა მიიღო ქულების გარკვეული რაოდენობა. აღსანიშნავია ის, რომ მაქსიმალური რაოდენიბა იყო 1000 ქულა. სმარტფინის მწარმოებლებს შორის, 810 ქულით, ლიდერის პოზიცია დაიკავა კომპანია Apple–მა. ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ iPhone–ის პოპულარობას ამერიკაში. მეორე ადგილს იკავებს […]