Yahoo!–მ სერვისი Delicious YouTube–ს დამფუძნებლებს მიყიდა

YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო). უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს. იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი […]
წელიწად ნახევარში Microsoft–მა Windows 7–ის 350 მლნ ლიცენზიის რეალიზება მოახერხა

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო). Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა. Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის. […]
Samsung-მა Apple–ის პრეტენზიებს სასამართლოში შეტანილი საჩივრით უპასუხა

Apple-ს სვლაა (Aeromental-2–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა შეასრულა დანაპირები და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდების საპასუხოდ Apple–ის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შეიტანა. შეგახენებთ, რომ კონფლიქტი Apple–ის მხრიდან დაიწყო, სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. «სამსუნგმა» მაშინვე მიანიშნა, რომ ამ პრეტენზიაზე პასუხის გაცემას არ დააყოვნებდა. დღეისათვის Apple–ის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ–კორეაში, გერმანიასა და იაპონიაშია შეტანილი. ჯობსის […]
Nokia კარგავს საბაზრო წილს მიბილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე

Nokia–ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Alastair Grant / AP–ის ფოტო). კომპანია Nokia–მ ეხლახან გამოაქვეყნა 2011 წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები. სამი თვის განმავლობაში, ფიჭური აპარატების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა €10,4 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით 9%–ით ნაკლებია, როცა ფინური ვენდორის შემოსავალი €9,5 მლრდ–ს შეადგენდა. შუფთა მოგებაც €349–დან €344 […]
Samsung Apple–ის ბრალდებას პლაგიატში სიმეტრიულად უპასუხებს

Samsung Galaxy S (მარცხნივ) და Apple iPhone (BlogSpot.com–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ Apple–ს საპასუხო პრეტენზიებს წაუყენებს ბრალდებაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება. შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, «სამსუნგს» ბრალი ედება, მთელ რიგ, პატენტის უფლების დარღვევაში. შესაბამისი სარჩელი კალიფორნიის (ა.შ.შ) ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოშია გაგზავნილი. «საკუთარი […]
Twitter-მა შესაძლოა TweetDeck შეიძინოს

Twitter–ის დამფუძნებლები: ევან უილიამსი (მარცხნივ) და ბიზ სტოუნი (2009 წლის იანვარი; Eric Luse / San Francisco Chronicle / Corbis–ის ფოტო). ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter–მა შესაძლოა თავის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ხელშეკრულება გააფორმოს. საუბარია პროგრმების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია TweetDeck–ზე — უფასო კროს–პლატფორმული პროგრამა, რომელიც სოციალურ ქსელებთან სამუშაოდ არის განკუთვნილი: Twitter, Facebook, MySpace, LinkedIn, Google Buzz და Foursquare. პროგრამის შესაძლებლობებს შორის შეიძლება გამოვყოთ საზოგადო და […]
ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზარი «მინუსშია».

Pokemon Black & White — მარტის ყველაზე პოპულარული თამაში. NPD Group–ის ანალიტიკოსებმა ვიდეოთამაშების ამერიკული ბაზრის მარტის მონაცემები გამოაქვეყნეს. გასულ თვეში, ა.შ.შ–ში, კონსოლებზე, შესაბამის აქსესუარებსა და თამაშებზე $1,47 მლრდ დაიხარჯა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როც ბაზრის მოცულობა $1,53 მლრდ–ს შეადგენდა. თუ კომპიუტერულ თამაშებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ გაყიდვების მოცულობა $1,58–დან $1,53–მდე შემცირდა. მიუხედავად გაყიდვების საერთო მაჩვენებლის […]
კომპანია Google–ის შემოსავალი და მოგება აგრძელებს ზრდას

Google–ის გენერალური დირექტორი ლარი პეიჯი (2006 წლის იანვარი; Christopher Farina / Corbis–ის ფოტო). კომპანია Google–მა მიმდინარე კალენდარული წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ინტერნეტ–კორპორაციის შემოსავალმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $6,54 მლრდ–ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით, დაახლოებით, 29%–ით მეტია, როცა კომპანიის შემოსავალი $5,1 მლრდ–ს შეადგენდა. 18%–ით გაიზარდა Google–ის სუფთა მოგება. თუ ერთი წლით ადრე კომპანიამ $1,96 მლრდ გამოიმუშავა, დღეისათვის — $2,3 […]
Apple ინტერნეტ–მაღაზია Amazon–ს სასამართლოში უჩივის

კომპანია Amazon-მა ძლივს მოასწრო გაეხსნა საკუთარი app store Google Android–ის პლატფორმებისთვის, რომ უკვე ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა. Apple, როგორც იუწყებიან, Amazon–ს უჩივის ბრალდებით, რომ ის გაშვებულ სერვისში «არაკანონიერად იყენებს App Store–ს სავაჭრო მარკას», ასევე მოპასუხე დადანაშაულებულია არაჯანსაღ კონკურენციასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. კომპანია Apple მაღზია Amazon–ში ტერმინ App Store–ს აკრძალვასა და ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. «ბრალდებულ» ჯეფ ბეზოსს ამ თემასათან დაკავშირებით […]
Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]
