IDC სმარტფონების ბაზრის 60–პროცენტიან ზრდას წინასწარმეტყველებს

სმარტფონი: ტელეფონების ახალი ეპოქა… (Tomas Rodriguez / Corbis–ის ფოტო). კომპანია IDC–ის ანალიტიკოსებმა, მიმდინარე წლის, აზია–წყნაროეკანური რეგიონის (გარდა იაპონიისა) სმარტფონების ბაზრის მოცულობის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს 2010 წელს, ზემოთ ხსენებულ რეგიონში, საერთო ჯამში, 84 მლნ სმარტფონი გაიყიდა. მიმდინარე წელს, როგორც მოსალოდნელია, გაყიდვების რაოდენობა, დაახლოებით 60% გაიზრდება და 137 მლნ ერთეულს მიაღწევს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ბაზარზე, «პირველად ისტორიაში», იქნება რეალიზებული […]

YouTube შტატებს მესამედით გაზრდის

YouTube–ის დამფუძნებლები: ჩად ჰარლი (მარცხნივ) და სტივ ჩენი (WorkingWorld.com–ის ფოტო). YouTube, პლანეტის უმთავრესი ვიდეოჰოსტინგი, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა რაოდენობის მესამედით გაზრდას აპირებს. როგორც იუწყებიან, შტატების გაზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია. ცნობილი გახდა, რომ YouTube–ის თანამშრომელთა რაოდენობა 30%–ით გაიზრდება. სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც YouTube–ში დაიწყებენ მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის ახლობელი წყაროები აცხადებენ, რომ დღეისათვის, ვიდეოჰოსტინგის შტატი 600–დან 700 ადამიანამდე […]

პლანშეტების გამო პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად ეცემა

პლანშეტები უტევენ! (Kim Kulish/Corbis–ის ფოტო). კომპანია Gartner–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე და 2012 წლის პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობის შესახებ. ანალიტიკოსების შეფასებით, 2011 წელს, საერთო ჯამში, 387,8 მლნ დესკტოპი და ნოუთბუქი გაიყიდება. თუკი ექსპერტების პროგნოზი გამართლდა, გასულ წელთან შედარებით ზრდა 10,5%–ს შეადგენს. 2012 წლისთვის PC–ბაზრის მოცულობა, 2011 წელთან შედარებით, 13,6%–ით გაიზრდება და 440,6 მლნ ერთეულს მიაღწევს. Gartner–ში აღნიშნავენ, რომ […]

Twitter, თითქმის, 8 მილიარდ დოლარად შეფასდა

Twitter–ის დამფუძნებლები: ევან უილიამსი (მარცხნივ) და ბიზ სტოუნი (2009 წლის იანვარი; Eric Luse / San Francisco Chronicle / Corbis–ის ფოტო). მიკრობლოგ Twitter–ის სავარაუდო ღირებულება სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. გასულ წლის დეკემბერში ინტერნეტ– კომპანიის ღირებულება $3,7 მლრდ–ს შეადგენდა: შედარებისთვის, 2009 წელს სერვისი მხოლოდ $1 მლრდ–ად იყო შეფასებული. როგორც იუწყებიან, Twitter–ის აქციების გაყიდვის უკანასკნელ აუქციონზე ინვესტორები $34,5–ის გადახდაზეც თანახმა იყვნენ. აქიდან […]

პლანშეტ Xoom–ის სახელწოდების გამო Motorola–ს სასამართლოში უჩივლეს

ამერიკული კომპანია Xoom Corp. აცხადებს, რომ Motorola Mobility სავაჭრო მარკა Xoom–ს არაკანონიერად იყენებს. Xoom — ეს არის ფულის ინტერნეტ–გადარიცხვის სერვისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომსახურება 2003 წელს დაიწყეს, ხოლო სავაჭრო ნიშანი 2004 წელს დაარეგისტრირეს. Xoom–მა უკვე მიმართა სან–ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს პრეტენზიით, რომ Motorola–მ «ბრენდი Xoom თვითნებურად და არაკანონიერად მიითვისა იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს». როგორც ცნობილი გახდა, მოსარჩლე ბრენდის გამოყენების აკრძალვას და კომპენსაციის […]

უახლოეს მომავალში, ფიჭური აპარატების ბაზრის მოცულობა შესაძლოა გაორმაგდეს

ფიჭური კავშირის ქსელში პლანეტის 90% არის ჩართული (cultura / Corbis–ის ფოტო). კომპანია MarketsandMarkets-ის ანალიტიკოსებმა უახლოესი წლების ფიჭური აპარატის ბაზრის მოცულობის პროგნოზი გამოაქვეყნეს. 2010 წელს, მთელს მსოფლიოში, $172,2 მლრდ–ის ღირებულების 1,3 მლრდ «ყურმილი» გაიყიდა. ფულადი ოდენობით 12%–ით მეტი 2009 წელთან შედარებით. გასულ წელს, კომუნიკატორებისგან მიღებულმა შემოსავლის მოცულობამ $85,1 მლრდ–ს გადააჭარბა, ანუ დაახლოებით 49%. MarketsandMarkets–ის გამოთვლებით, სმარტფონები ბაზრის […]

პორტატული კომპიუტერების მსოფლიო ბაზარზე Apple ლიდერობას არავის უთმობს

კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა. ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით. ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 […]

ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზარი «მინუსშია»

კომპანია NPD–მ ა.შ.შ–ს ვიდეოთამაშების ბაზრის იანვრის რეზულტატები შეაჯამა. გასულ თვეს, ა.შ.შ–ში, 1,14 მლრდ–ის კონსოლები, თამაშები და შესაბამისი აქსესუარები გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის იანვართან შედარებით 4%–ით ნაკლებია, როცა ბაზრის მოცულობა $1,18 მლრდ–ს შეადგენდა. ყველაზე ნაკლებად გაყიდვადი კონსოლების სეგმენტი აღმოჩნდა, რომელიც 8%–ით, $353,7–დან $324 მლნ–მდე შემცირდა. თამაშებზე მოთხოვნა 5%–ით დაეცა — $576 მლნ $606,8 მლნ–ის წინააღმდეგ. […]

Nokia + Microsoft. Here we go!

გამოჩნდა პირველი ვიდეო პრეს–კონფერენცია Nokia–სა და Microsoft–ის გაერთიანების საპატივცემლოდ: დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Nokia და Microsoft სტრატეგიულ თანამშრომლობას აცხადებენ

Nokia და Microsoft, მობილურ ბაზარზე სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ იუწყებიან. Microsoft საიტზე განთავსებულ პრეს–რელიზში შეთანხმების ძირითად კომპონენტებზე საუბრობენ: კომპანიები ერთიანდებიან ახალი, გლობალური, მობილური ეკოსისტემის შესაქმნელად; Nokia გადავა Windows Phone–ზე, როგორც ძირითად მობილურ ოპერაციულ სისტემაზე და დაამატებს საკუთარ ინოვაციებს, მაგალითად ფოტოკამერის სფეროში, სადაც Nokia ინდუსტრიის ლიდერია; Nokia მომავალ Windows Phone–ის პლატფორმებს დაეხმარება განვითარებაში, დაამატებს ენების მხარდაჭერას, ბაზრისა […]