CES 2012: Ubuntu TV
Canonical-ის დამფუძნებელმა მარკ შატლვორტმა პირობა დადო, რომ Ubuntu ტელევიზორებზეც გამოვიდოდა, მაგრამ მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ასეთი უეცარი გამოჩენა. კონცეპტუალური ვერსია CES-ზე იქნა წარმოდგენილი. ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტექნოლოგიური დემოა, მაგრამ გარკვევით ჩანს 3D მენიუ, კონტენტის ძიება და სტრიმინგ-სერვისები.
