CES 2011: Razer-მა შეიმუშავა კონცეპტუალური სათამაშო კონსოლი Switchblade

კომპანია Razer-მა, წარმოადგინა არასტანდარტული სათამაშო მოწყობილობა — პორტატული კონსოლი Switchblade. მოწყობილობის დემონსტრაცია შედგა 9 იანვარს CES 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა ლას-ვეგასში (ნევადა, აშშ). სიახლე — მინი-ნოუთბუქის და პლანშეტის ერთგვარი ჰიბრიდი. კორპუსის ზედა მხარეს განთავსებულია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი, რომელიც შესრულებულია მოცულობითი ტექნოლოგით, რომელსაც გააჩნია წერტილოვნი გარჩევადობა 1024×600 პიქსელი. Switchblade-ის ქვედა ნახევარზე განთავსებულია კლავიატურა დინამიურად ცვალებადი პიქტოგრამული ღილაკებით. […]
