iPhone 4S-ის ევროპაში გაყიდვა დაიბლოკება

ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა. ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა […]

Samsung Galaxy-ის ევროპაში გაყიდვა აიკრძალა

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს. მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy […]

30 ივნისს ITC მიიღებს გადაწყვეტილებას Apple–სა და RIM–ის წინააღმდეგ Kodak–ის სარჩელთან დაკავშირებით

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო). დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა […]

Hewlett-Packard Oracle-ს უჩივის

მოპასუხე ლარი ელისონი, Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). კომპანია Hewlett-Packard–მა, პირობისამებრ, წამოიწყო სასამართლო ომი კორპორაცია Oracle–ს წინააღმდეგ. დავის მიზეზე Oracle–ს არცთუ ისე დიდი ხნის წინდელი გადაწყვეტილება გახდა, როცა კორპორაციამ შეწყვიტა Intel Itanium–ის არქიტექტურის სერვერებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ Itanium–ის ჩიპები «ძალიან ახლოს არის სიცოცხლის დასრულებასთან», ამიტომაც ამ პლატფორმისთვის ენერგიის ხარჯვა არ არის […]

Oracle Google–სგან «მილიარდობით დოლარს» მოითხოვს

Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ელისონი (2004 წელი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო). დასახელდა კომპენსაციის მოცულობა, რომლის მიღებსაც კორპორაცია Oracle, პატენტის უფლების დარღვევისთვის, კომპანია Google–სგან გეგმავს. ზემოთხსენებული საქმის განხილვა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. საძიეობო სისტემას ბრალი ედება Oracle–ს, როგორც მინიმუმ, შვიდი პატენტის უფლების დარღევაში, რომელიც პლატფორმა Java–სთან არის დაკავშირებული. ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ დაცული ტექნოლოგია არაკანონიერად გამოიყენება მობილურ ოპეარციულ სისტემა Android–ში. […]

Microsoft თითოეული გაყიდული Android–მოწყობილობიდან $5–ს მიიღებს

Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს. საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის […]

Samsung-მა Apple–ის პრეტენზიებს სასამართლოში შეტანილი საჩივრით უპასუხა

Apple-ს სვლაა (Aeromental-2–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა შეასრულა დანაპირები და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის ბრალდების საპასუხოდ Apple–ის წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შეიტანა. შეგახენებთ, რომ კონფლიქტი Apple–ის მხრიდან დაიწყო,  სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. «სამსუნგმა» მაშინვე მიანიშნა, რომ ამ პრეტენზიაზე პასუხის გაცემას არ დააყოვნებდა. დღეისათვის Apple–ის წინააღმდეგ სარჩელი სამხრეთ–კორეაში, გერმანიასა და იაპონიაშია შეტანილი. ჯობსის […]

Samsung Apple–ის ბრალდებას პლაგიატში სიმეტრიულად უპასუხებს

Samsung Galaxy S (მარცხნივ) და Apple iPhone (BlogSpot.com–ის ფოტო). კომპანია Samsung–მა განაცხადა, რომ Apple–ს საპასუხო პრეტენზიებს წაუყენებს ბრალდებაზე, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება. შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსის იმპერიამ სამხრეთ–კორეული კომპანია პლანშეტური კომპიუტერებსა და Galaxy სმარტფონებში დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის დაკოპირებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, «სამსუნგს» ბრალი ედება, მთელ რიგ, პატენტის უფლების დარღვევაში. შესაბამისი სარჩელი კალიფორნიის (ა.შ.შ) ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოშია გაგზავნილი. «საკუთარი […]

Apple ინტერნეტ–მაღაზია Amazon–ს სასამართლოში უჩივის

კომპანია Amazon-მა ძლივს მოასწრო გაეხსნა საკუთარი app store Google  Android–ის პლატფორმებისთვის, რომ უკვე ეს კონკრეტული შემთხვევა სასამართლო გარჩევის მიზეზი გახდა. Apple, როგორც იუწყებიან, Amazon–ს უჩივის ბრალდებით, რომ ის გაშვებულ სერვისში «არაკანონიერად იყენებს App Store–ს სავაჭრო მარკას», ასევე მოპასუხე დადანაშაულებულია არაჯანსაღ კონკურენციასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში. კომპანია Apple მაღზია Amazon–ში ტერმინ App Store–ს აკრძალვასა და ფულადი კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. «ბრალდებულ» ჯეფ ბეზოსს ამ თემასათან დაკავშირებით […]

პლანშეტ Xoom–ის სახელწოდების გამო Motorola–ს სასამართლოში უჩივლეს

ამერიკული კომპანია Xoom Corp. აცხადებს, რომ Motorola Mobility სავაჭრო მარკა Xoom–ს არაკანონიერად იყენებს. Xoom — ეს არის ფულის ინტერნეტ–გადარიცხვის სერვისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომსახურება 2003 წელს დაიწყეს, ხოლო სავაჭრო ნიშანი 2004 წელს დაარეგისტრირეს. Xoom–მა უკვე მიმართა სან–ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს პრეტენზიით, რომ Motorola–მ «ბრენდი Xoom თვითნებურად და არაკანონიერად მიითვისა იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს». როგორც ცნობილი გახდა, მოსარჩლე ბრენდის გამოყენების აკრძალვას და კომპენსაციის […]