Tomb Raider-ის სრულიად ახალი ნაწილი 2012 წელს გამოვა

გამომცემლობა Square Enix, 2012 წლის შემოდგომისთვის, სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider–ის გამოშვებას გეგმავს. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დეველოპერებმა სტუდია Crystal Dynamics–ს ანდეს, რომელიც თამაშს PC–სთვის, PS3–სთვის და Xbox 360–სთვის დაამუშავებენ. «ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ ლარას, უნიკალური ბიოგრაფიით!» — პირობას დებს Crystal–ის ხელმძღვანელი, დარელ გალაჰერი (Darrell Gallagher). სწავლის დამთავრებისთანავე, 21 წლის ლარა იაპონიის სანაპიროს ერთ–ერთი კუნძულისკენ მიემართება, სადაც ის დაკარგული რელიქვიებისა და არტეფაქტების ძიებას გეგმავს. […]
