OnePlus – 12 თებერვალს OxygenOS-ს წარმოადგენს

მომხმარებლები კმაყოფილებას გამოხატავდნენ, ორმ OnePlus One-ზე მათ CyanogenMod-ის გამოყენების საშუალკება ქონდათ ოფიციალურად, მაგრამ ეს მალე შეიცვლება. კოპანიამ გადაწყვიტა საკუთარი ROM – სახელად OxygenOS გამოუშვას. ამის შესახებ ფართო საზოგადოებას ფორუმზე შეატობინეს სადაც ნათქვამია, რომ OxygenOS პროგრამული უზრუნვეყოფა იქნება მსუბუქი, ღია და ხელმისაწვდომი, რომელიც იგივე დიზაინის იდეებს გააგრძლებს, რომლითაც გაჯეტი არის შექმნილი. ჩვენ დავხარჯეთ დიდი დრო იმაზე, […]
CyanogenMod-ის ინსტალატორი Google Play-ში მალე გამოჩნდება
კომპანია Cyanogen, რომელიც არის Android-ის პოპულარული მოდიფიკაციის ავტორი, გრანდიოზული სიახლით გამოვიდა. პირველ რიგში მათ მიღეს 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვითარებისთვის, რითაც გუნდა 17 ადამიანი შეემატა, რაც განვითარებას სერიოზულად დააჩქარებს. მეორე ის გახლავთ, რომ კომპანიას აქვს გიგანტური გეგმები გააფართოვოს CyanogenMod-ის აუდიტორია 50 მილიონ ადამიანამდე და გახდეს მესამე მობილური პლატფორმა Android-ისა და iOS-ის შემდეგ.
CyanogenMod იდუმალებით მოცულ ვიდეოს აქვეყნებს
საიდუმლოებებით მოცული ვიდეო გამოქვეყნდა CyanogenMod-ის სახელით Youtube-ზე, რომელშიც გაჟღერდა ფრაზა “არაფერი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, რაღაც შეიძლება უკეთესი იყოს” 31 წამიანი ანიმაცია არის გაურკვეველი რაღაცის ანონსი. რა შეიძლება ის იყოს? CyanogenMod სმარტფონი? Android 4.3-ის მხარდაჭერა? წარმოდგენაც არ მაქვს რა შეიძლება იყოს ეს სიახლე. ეს შესაძლოა წარმოუდგენლად მაგარი რამ იყოს ან უბრალოდ იმედგაცრუება? ერთ ერთ კადრში […]
CyanogenMod 10.1.1 განახლება “Master Key” პატჩს შეიცავს
ჩემს წინა პოსტში გაკეთებული დასკვნა გამართლდა და CyanogenMod-ის დეველოპერებმა გაგვახარეს თავიანთი ოპერატიულობით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვით. განახლების შემდეგ თქვენი სისტემის ვერსია 10.1.1 გახდება და მასში განხორციელებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება დაყენდება. გაცილებით უმნიშვნელო ბაგების გამოსწორებასთან ერთად ამჯერად “Master Key”-ს უსაფრთხოების პრობლემაც მოგვარდება.
Google Experience სმარტფონები
Samsung Galaxy S4 Google Edition და HTC One Google Edition ძალიან მალე გამოვა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთზე მეტი მოწყობილობა, რომელიც მშობლიურ Android-ზე იმუშავებს, ვენდორების ჩარევის გარეშე. არანაირი Sense და TouchWiz, უკეთესი ან უარესი. რას ნიშნავს ეს? გახდება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენი შემდეგი მოწყობილობა? ეს არის კითხვები, რომლებსაც ხშირად სვამენ ექსპერტები და მომხმარებლები, რომლებსაც საკმაო […]
CyanogenMOD 10.1 უკვე Nexus 4-ზე
ჯერ-ჯერობით Google-ის Nexus 4-ის მფლობელები რომ გავხდეთ კარგა ხანი მოგვიწევს, რიგში დგომა, რომ შევიძინოთ და შემდეგ მივიღოთ ეს მოწყობილობა ჩვენს საფოსტო მისმართზე. თუმცა ვისაც უკვე აქვს უახლესი Nexus მათთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს Cyanogen Mod-ის დაგემოვნება მისი ყოველდღიური სატესტო ვერსიების სახით. შეგახსენებთ, რომ Cyanogen 10.1 არის Android 4.2-ზე დაფუძნებული ფირმვერი.
CyanogenMod 9 და XBMC პორტირებულია Nexus Q-ზე
Netflix-ის Nexus Q-ზე გაშვებიდან ერთი კვირის შემდეგ დეველოერმა ჯეისონ პარკერმა გაუშვა CyanogenMod-ის სრული ვერსია ამ მოწყობილობაზე და გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი დემონსტრაციით.
Sony Ericsson Xperia მიიღებს Cyanogen მოდიფიკაციას
CyanogenMod-ის დეველოპერების ჯგუფის განცხადებით 2011 წლის ყველა Xperia-ს მფლობელებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ თავისუფალი, საზოგადოების მიერ აგებული Android 2.3.x თავიანთი სმარტფონებისთვის. ძველ ტელეფონებს, როგორიცაა Xperia X10, X8, X10 mini და X10 მინი pro-ც მიიღებს ამ განახლებას. შეპირებულია სრული ფუნქციონალის მხარდაჭერა FM რადიოს ჩათვლით, რომელზეც ახლაც მიმდინარეობს მუშაობა.
CyanogenMod 7

4 თვეზე მეტი მუშაობის , უმარავი უძილო ღამის, და მთელი მსოფლიოდან ადამიანების მონაწილეობის შემდეგ მეამაყება, რომ ვუშვებ CyanogeMod 7.0 ვერსიას ამ ველურ სამყაროში! CM7 ბაზირებულია Android 2.3.3 (Gingerbread) ვერსიაზე, ჩვენ ავიღეთ CM6-ის შესანიშნავი ფუნქციების უმრავლესობა, რომელიც თქვენთვის ცნობილია და ძალიან გიყვართ, დავამატეთ მას ბევრი ახალი, მათ შორის რამოდენიმე პლანშეტის მხარდაჭერაც. ამ წუთას შეგვიძლია 30 მოწყობილობის […]
