ამერიკულ უპილოტოებს ვირუსებმა შეუტია

მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც […]
Google ჩინეთს Gmail–ის ექაუნთების გატეხვაში ადანაშაულებს

Google–ის გენერალური დირექტორი, ლარი პეიჯი (რეიტერის ფოტო). კომპანია Google–მა Gmail–ის სერვისში დარეგისტრირებულ პირთა ექაუნთების გატეხვის მრავალჯერადი არასანქცირებული მცდელობა დააფიქსირა. როგორც იუწყებიან, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ფიშინგის მეთოდის გამოყენებით, გებულობდნენ Gmail–ის პაროლებს. დაზარალდა ასობით ადამიანი, მათ შორის: ამერიკელი ჩინოვნიკები, ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო პირები და ჟურნალისტები. Google–ში მიაჩნიათ, რომ ჰაკერების მიზანი Gmail–ის მომხმარებელთ მიმოწერის მონიტორინგი იყო, ხოლო თავდასხმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკიდან განხორციელდა. […]
ჰაკერებმა უფასო ონლაინ–შოპინგის შოუ დადგეს

ინტერნეტ–ვაჭრობა — სწრაფი და ეფექტური, მაგრამ ზოგჯერ დაუცველი (Sullivan / Corbis–ის ფოტო). კომიუტერული უსაფრთხოების ამერიკელმა სპეციალისტებმა უმსხვილეს ინტერნეტ–მაღაზიებში სუსტი წერტილები აღმოაჩინეს. ჟიუ ვანმა ერთ–ერთი კიბერ–შეტევისას, რომელიც მან ინდიანას უნივერსიტეტისა და Microsoft Research–ის კოლეგებთან ერთად განახორციელა, გამოიყენა ბრაუზერ Firefox–ის პლაგინი იმისთვის, რომ გამოეკვლია სავაჭრო საიტ Buy.com–ის მიერ საგადასახადო სისტემა PayPal–ისთვის გაგზავნილი მონაცემები და პირიქით. როგორც კი მომხმარებელი იხდის შენაძენის საფასურს, PayPal ვებ–მაღაზიას […]
ირანმა ჩამოაყალიბა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც «მოწინააღმდეგე საიტებზე» შეტევას განახორციელებს

გასაგებია, რომ ამ ქალბატონის ყველა სიტყვა კონტროლდება… (washingtontimes–ის ფოტო). ალბათ ყველა ქვეყანას ჰყავს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მთავრობის მიერ მითითებულ უამრავ რესურს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან. ძალიან ბევრი ეჭვობს, რომ ჩინეთს ხელისუფლება ჰაკერების მთელ არმიას განაგებს, რომლებიც საიდუმლოდ მუშაობენ მთავრობის მიერ მითითებულ დავალებებზე. ა.შ.შ–ში არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელის ქსელის ამერიკულ სეგმენტს მსგავსი შემთხვევებისგან იცავს, თუმცა […]
