Skype 5.0 – Facebook-თან სრული ინტეგრაციისათვის ემზადება.

5.0 ბეტა ვერსიაში განხორციელებული 10-მომხმარებლიანი ვიდეო კონფერენციის გარდა Skype სხვა სიურპრიზსაც გვიმზადებს. სანდო წყაროებზე დაყრდნობით Engadget-ი გვატყობინებს, რომ მასში Facebook-თან შეერთების შესაძლებლობაც იქნება გათვალისწინებული. იმისათვის რომ Skype-ით ვისარგებლოთ არ იქნება აუცილებელი Skype ID არამედ შესაძლებელი იქნება Facebook-ის ანგარიშით ვისარგებლოთ, როგორც ინტერნეტ ტელეფონიით ასევე SMS შეტყობინებები გავუგზავნოთ Facebook-ის მომხმარებლებს.
