HTC One M9-ს ცეცხლი წაუკიდეს

ვარდნის ტესტების უმეტესობაში, მოწყობილობას გარკვეული სიმაღლიდან აგდებენ. HTC One M9-ზე ჩატარებული ტესტებიც ასე დაიწყო: სპეციალისტებმა რამდენჯერმე დააგდეს სმარტფონი და შეაფასეს კოსპუსის მდგომარეობა. მოწყობილობის ეკრანით დაგდებისას, ეკრანის დამცავმა ფენამ მიიღო დაზიანება, თუმცა სმარტფონმა გააგრძელა ფუნქციონირება. ამ ტესტების შემდეგ, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად დაცულია HTC M9-ის კორპუსი. გახურების ტემპერატურამ მიაღწია 700 გრადუსს ცელსიუსით. აპარატი უბრალოდ დადნა.