Samsung Galaxy-ის ევროპაში გაყიდვა აიკრძალა

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს. მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy […]