Google-ის საუზმე სუნდარ პიჩაისთან ერთად (Nexus 7, Android 4.3, Chromecast)
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიმომხილველი დიმიტრი გოგელია (და არა მარტო დიმიტრი) პრეზენტაციის შემდგომ ცდილობს გააუფერულოს Google-ის ახალი პროდუქტების ეფექტი და გაანელოს მათდამი ინტერესი მომხმარებლებში, მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლე მიმოხილვა იმისა თუ რამ გაუხეთქა გული ეფლისტებს და რა გვიხარია ჩვენ თავისუფალი სოფტის და უფრო თავისუფალი ჰარდის მოყვარულებს. მაშ ასე გუშინ Google-მა ჟურნალისტებისათვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო სადაც […]
Canonical-მა Ubuntu Phone OS წარმოადგინა
როგორც უკვე მოსალოდნელი იყო 2 იანვარს Canonical-მა გამოუშვა Ubuntu-ს მობილური ვერსია, რომლიც არსებული Android-ის ბირთვზე და დრაივერებზე ააშენეს, მაგრამ არ იყენებს Java Virtual Machine-ს და პირობას იძლევა, რომ შეძლებს “ტელეფონის სრული სიმძლავრის გამოყენებას”.
გამოვიდა Android 4.1.2
ანდროიდის ღია კოდის პროექტის ლიდერმა ჟან-ბაპტის ქიერუმ გამოაქვეყნა, რომ 4.1.2 ხელმისაწვდომი იქნება მათთვის ვინც იყენებს Android-ის AOSP ვერსიას, ანუ Nexus მოწყობილობებსისათვის. თუმცა ჯერ არ მიგვიღია სმარტფონებისთვის, მაგრამ Nexus 7-ის ზოგიერთმა მფლობელმა მიიღო ეს განახლება და მცირეოდენი პროგრამული ბაგების გამოსწორების გარდა გამოჩნა ჰორიზონტალური რეჟიმის მხარდაჭერა პლანშეტური ვერსიისათვის. საუბარია მთავარი ეკრანის ორიენტაციაზე. მოსალოდნელია Galaxy Nexus, Nexus S […]
Android-ის განვითარება Apple-ის პატენტების გვერდის ავლით
Apple – Samsung-ის სასამართლო საქმის შემდეგ, სადაც Apple-მა გაიმარჯვა ძალიან ბევრი კითხვა წარმოიშვა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო მათ შორის არის ის თუ როგორ მოახერხა Google-მა Android ოპ. სისტემის და თავისი მოწყობილობების გამოშვება პატენტებზე გვერდის ავლით. Samsung-ის სადაო პროდუქცია მართლაც იყო შთაგონებული Apple-ის დიზაინით რაც აპარატულ და პროგრამულ მხარეს შეეხო.
სტივ ვოზნიაკმა ანდროიდის გუნდისგან მიიღო ექსკლუზიური Galaxy Nexus
Apple-ის თანადამაარსებელმა და ცნობილმა პერონამ ტექნოლოგიების სამყაროში სტივ ვოზნიაკმა მოიარა მაღაზიები სადაც ექსკლუზიურად მიიღო უახლესი მოწყობილობები. ის კომპანია Google-ის სათაო ოფისშიც მივიდა რომ მიეღო მისთვის განკუთვნილი Samsung Galaxy Nexus, ტელეფონი, რომელიც მოწოდებულია დაამარცხოს Apple-ის iPhone 4/4S. ვოზნიაკი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღო მოწყობილობა ოფიციალურ რელიზამდე.
