IFA 2011: Samsung Galaxy Tab 7.7 Super AMOLED Plus დისპლეით!

IFA 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს გერმანიაში, კომპანია Samsung-მა დააანონსა, მსოფლიოში პირველი პლანშეტი Super AMOLED Plus დისპლეით. ეკრანი შესრულებულია ზემოთ ნახსენები ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს მკვეთრ კონტრასტულ გამოსახულებას მაღალი გარჩევადობით და ასევე ფართო ფერების გამას ნათელი და მუქი ტონების განაწილებით. რის შედეგადაც, მიიღება მაქსიმალურად რეალური გამოსახულება. სიახლეს გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; ოპერატიული მეხსიერების მოცულბა შეადგენს 1 გბ-ს. […]
