Rift: Planes of Telara-ს ყველასათვის ხელმისაწვდომი ბეტა–ვერსია თებერვალში გამოვა

Trion World Network, ერთ კვირაში, მულტიფლეიერული RPG თამაშის, Rift: Planes of Telara–ს ყველასათვის ხელმისაწვდომ ბეტა–ვერსიას გამოუშვებს. ის 15 თებერვალს გამოჩნდება და ხელმისაწვდომი 21–მდე იქნება. მოთამაშეები გაეცნობიან ორ ფრაქციას, რამდენიმე სათამაშო ზონას და მიწისქვეშეთს, ასევე სამ PvP–არენას. გმირის განვითარება 42–ე დონემდე არის შესაძლებელი. პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. თამაში მხოლოდ PC-ზე გამოვა: 1 მარტს ა.შ.შ–სა […]

საქართველოს შ.ს.ს–მ გამოუშვა თამაში «პოლიცია»

გამოვიდა ახალი ექშენ–თამაში «პოლიცია», რომლის გამოსვლაზე საქართველის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზრუნა. იუწყებიან, რომ თამაშის დამუშავება ნახევარი წელი გრძელდებოდა, თუმცა თუ რომელი სტუდია იყო ამ საქმით დაკავებული ჯერჯერობით უცნობია. პროექტი Unreal–ის ძრავზეა შექმნილი. სახელწოდებიდან მიხვდებით, რომ თამაშის პოლიციის მძიმე შრომას ეხება. «მთავარი გმირები — პოლიციელები ებრძვიან კრიმინალს, მონაწილეობენ მძევლების განთავისუფლებაში, აკავებენ გამტაცებლებს…». ცნობილია, რომ პოლიციელები მხოლოდ […]

Battlefield 3 წლის ბოლოს გამოვა

პირველი სახის ტაქტიკური შუთერი Battlefield 3 დამუშავების პროცესშია, იუწყება ამერიკული პროფილირებული ჟურნალი GameInformer. გუშინ მან განაცხადა შემდეგი ნომრის შინაარსისა და მწარმოებლის შესახებ, საიდანაც ცნობილი გახდა რომ პროექტის დამუშავებაზე EA-ს შვილობილი Digital Illusions CE იზრუნებს. ასევე, Frostbite 2.0-ის ძრავაზე დაფუძნებული სიახლე, 2011 წლის მიწურულს, გამოვა PC-ზე PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე. თამაშში შესაძლებელია ერთმომხმარებლიანი კამპანიაც გამოჩნდეს, […]

Dungeon Siege III–ის რელიზი მაისის ბოლოს შედგება

RPG თამაში Dungeon Siege III მიმდინარე წლის მაისში გამოვა, იუწყება გამომცემლობა Square Enix: 27–ში ევროპაში, ხოლო 31–ში ა.შ.შ–სა და კანადაში. სტუდია Obsidian Entertainment–ის ქმნილება გამოვა შემდეგი პლატფორმებისთვის: PC, PS3 და Xbox 360. Dungeon Siege–ის ორიგინალის ავტორი კრის ტეილორი (Chris Taylor) და მისი Gas Powered Games ამ შემთხვევაში მხოლოდ კონსულტაციას უწევენ დეველოპერებს. თამაშის სრული სიუჟეტი დღემდე […]

Dragon Age II-ის დემოვერსია თვის ბოლოს გამოვა

ჭორები, პროექტის 2011 წლის გაზაფხულზე გამოსვლის შესახებ რეალური გახდა: RPG ჟანრის თამაშის, Dragon Age II–ის დემოვერსია თვის ბოლოს გამოვა. ინფორმაცია, როგორც BioWare–მ, ასევე სტუდია Electronic Arts–მა დაადასტურა. კონკრეტულად, დემო 22 თებერვალს PC-ზე, PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა. ევროპული სეგმენტისთვის კონსოლურ ქსელში, PSN–ში პროექტი ერთი დღის შემდეგ გამოჩნდება. სამი კლასიდან ერთ–ერთის არჩევის შემდეგ მოთამაშე უნდა გაემგზავროს კირკვოლში, სადაც გაიგებს, […]

ბრიტანული სტუდია Blitz Games მოცურავის სიმულატორს ქმნის

მთელი ცხოვრება ოცნებობდით გამხდარიყავით მოცურავე და მიგეღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში, მიუხედავად ამისა მაინც კუნძივით ცურავთ? გამომცემლობა 505 Games იცის როგორ დაგეხმაროთ. რატომ უნდა იაროთ აუზში, როცა საკუთარ მისაღებში შეგიძლიათ ბანაობა? საკმარისია დაიცადოთ ივლისამდე, როცა სტუდია Blitz Games გამოუშვებს თამაშს სახელწოდებით Michael Phelps — Push The Limit. ინფორმაციისთვის: Blitz ადრე მუშაობდა ისეთ «არაფრის მთქმელ» თამაშებზე, როგორიცაა Biggest Loser და SpongeBob […]

შუთერი Saints Row 3 2011 წლის შემოდგომაზე გამოვა

Saints Row–სერიის მესამე ნაწილი გაყიდვაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოჩნდება, იუწყება გამომცემლობა THQ. თამაში გამოვა შემდეგი პლატფორმებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. პროექტის შექმნაზე სტუდია Volition ზრუნავს. მოიხედავად მოახლოებული რელიზისა, თამაშის დეტალები თითქმის უცნობია; მისი პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ღონისძიება გადაიდო… «Saints Row 3 ნამდვილი ფინანსური მანქანა იქნება, — განაცხადეს […]

ავტოსიმულატორი, Test Drive Unlimited 2 დასაბეჭდად გაიგზავნა

Test Drive Unlimited 2-ის PC-ვერსია დასაბეჭდად გაიგზავნა, იყწყება გამომცემლობა 1С. თამაშის რუული და ევროპული რელიზი ერთდროულად — 11 თებერვალს შედგება. თამაშის შექმნაზე ფრანგულუ სტუდია Eden Games ზრუნავს. პროექტი ორ ვარიანტად იქნება წარმოდგენილი: ჩვეულებრივი შეფუთვა და DVD-ბოქსი, რომელიც დამატებითი ავტომობილის, სუპერავტო Pagani Zonda Tricolore–ის გასააქტიურებელ კოდს შეიცავს. ვირტუალურ მრბოლელს ორი ტროპიკული კუნძული, იბიცა და ოაჰუ ელოდება. «იბიცაზე […]

გამოვიდა Call of Duty: Black Ops–ის გადმოსაწერი დამატება First Strike

პირველი სახის შუთერის Call of Duty: Black Ops–ის გადმოსაწერი დამატება გაყიდვაში გამოვიდა, იუწყება გამომცემლობა Activision. თამაში First Strike ჯერჯერობით მხოლოდ Xbox Live Arcade–ქსელში ვრცელდება. რამდენიმე ხნის განმავლობაში (შესაძლოა დიდი ხნის) ის Xbox 360–ექსკლუზივად დარჩება, თუმცა სტუდია Treyarch–ის ქმნილება PC-ზე, PS3–ზე, Wii–ზე და DS–ზე უკვე დაიწერა. ადდონის ღირებულება $15–ს შეადგენს. დამატების ექსკლუზიურობა იმაში მდგომარეობს, რომ კორპორაცია Microsoft–მა Activision–თან […]

სათავგადასავლო ექშენი Knights Contract გაგზავნილია დასაბეჭდად

კონსოლური სათავგადასავლო ექშენი Knights Contract თებერვლის ბოლოს გამოვა, იუწყება გამომცემლობა Namco Bandai. მოკლედ, თამაში უკვე გაგზავნილია დასაბეჭდად და ის მზის შუქს 22 თებერვალს იხილავს. პროექტზე იაპონური სტუდია Game Republic მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშში მისი ავტორია — იოშიკი იკამოტო (Yoshiki Okamoto), ისეთი კლასიკების შემქმნელი, როგორიცაა Final Fight და Street Fighter II. თამაშის სიუჟეტი ალტერნატიულ შუასაუკუნეების ევროპაზე მოგვითხრობს. ამ სამყაროში […]