Twisted Metal-ის რელიზი თებერვალში შედგება

ცნობილია სარბოლო ექშენის, Twisted Metal–ის ჩრდილო ამერიკული რელიზის ზუსტი თარიღი — 2012 წლის 14 თებერვალი. ინფორმაცია გაავრცელა პროექტის მთავარმა დიზაინერმა და ხელმძღვანელმა, დევიდ ჯეფმა (David Jaffe). Sony Computer Entertainment–ის (SCE) ამერიკულ განყოფილებას თამაშის გამოშვება 4 ოქტომბრისთვის უნდოდა, თუმცა დაუსახელებელი მიზეზების გამო თამაშის რელიზი გადაიდო. ევროპული რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ თამაში მხოლოდ PS3–სთვის იწერება; სტუდია — Eat Sleep Play. მომხმარებელს […]
გამოვიდა Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია

გამოვიდა მესამე სახის ექშენის, Warhammer 40,000: Space Marine–ის დემოვერსია, იუწყება სტუდია Relic Entertainment. დემო ხელმისაწვდომია სამივე პლატფორმისათვის: PC, Xbox 360 და PS3. PC-ის მფლობელებს სიახლის გადმოწერა შეუძლიათ Steam–სისტემიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ დააჭიროთ ამ ბმულს. ჩვენს განკარგულებაშია ორი დონე, სადაც ჩვენ მოგვიწევს კოსმოსური ორკების განადგურება და რეაქტიული კოსმოდესანტური ზურგჩანთით ფრენა. რაც შეეხება თამაშის სრულფასოვან რელიზს, რომელზეც გამომცემლობა THQ ზრუნავს — 6 სექტემბერს […]
სტუდია Dontnod თამაშ Adrift–ზე მუშაობს

ფრანგული სტუდია Dontnod 2012 წლის მიწურულისთვის მესამე სახის სათავგადასავლო ექშენს, Adrift–ს გამოუშვებს. პროექტი PS3–სა და Xbox 360–ზე გამოვა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარი მონაცემებით, რადგან თამაშს ჯერჯერობით გამომცემელიც კი არ ჰყავს. უფრო ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია, როგორც დეველოპერები გვპირდებიან, უახლოესი მომავლისთვის იქნება ცნობილი. მოთამაშეები მოხვდებიან 2084 წლის ნეო–პარიზში. თქვენ გელოდებათ ნამდვილი დისტოპია, შეთქმულებები და სრული ქაოსი. XXI საუკუნის დასაწყისში სოციალური […]
Binary Domain–ის რელიზი 2012–წლის თებერვალში შეგდგება

გამომცემლობა SEGA–მ მესამე სახის კონსოლური შუთერის, Binary Domain–ის რელიზის ზუსტი თარიღი დაასახელა: 14 თებერვალს თამაში ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, ხოლო 17–ში — ევროპაში. თამაში, ტოსიჰიტო ნაგოსის (Toshihiro Nagoshi) ხელმძღვანელობით, რომელიც გეიმერებისთვის კარგად არის ცნობილი Yakuza–ს სერიიდან, სტუდია SEGA Japan–ში იქმნება. Binary Domain მხოლოდ PS3–ზე და Xbox 360–ზე გამოვა. თამაშის სიუჟეტი მომავალში (2080 წელი) ვითარდება. ადამიანებსა და მოაზროვნე რობოტებს შორის მიმდინარეობს ომი გადარჩენისათვის. პრობლემის […]
Pro Evolution Soccer 2012 გამოვა ოქტომბერში

ცნობილია, საფეხბურთო სიმულატორის Pro Evolution Soccer 2012-ის (PES 2012) ევროპული რელიზის თარიღი: გამომცემლობა Konami თამაშს გამოუშვებს 14 ოქტომბერს. დღესდღეობით გათვალისწინებულია მხოლოდ PC, PS3 და Xbox 360 პლატფორმები. ხოლო, როდის გამოვა PES 2012 Nintendo Wii, 3DS, PS2 და PSP პლატფორმებისთვის ჯერჯერობით უცნობია. პროექტს ამზადებს შიდა სტუდია Konami Computer Entertainment Tokyo. ეს საფეხბურთო სიმულატორი არის, FIFA 11-ის სერიის კონკურენტი, […]
Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა

Mario & Sonic at the London 2012 Olympic Games–ის Wii-რელიზი მიმდინარე წლის ნოემბერში შედგება, იუწყება გამომცემლობა SEGA. გასაგებია, რომ პრექტი 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მიაძღვნა, თუმცა მარიო და სონიკი ოლიმპიურ დისციპლინებში შეჯიბრებას უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებენ: ევროპაში თამაში 18 ნოემბერს, ხოლო ამერიკაში 15 ნოემბერს გამოვა. ასევე დამუშავების პროცესშია ვერსია კონსოლ Nintendo 3DS–სთვის, მაგრამ ის 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება. ორივე […]
RPG თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning 2012 წლის თებერვალში გამოჩნდება

როლური თამაში, Kingdoms of Amalur: Reckoning, რომელიც ჟანრის აღიარებული ოსტატებისგან იქმნება, 2012 წლის თებერვალში გამოვა, განაცხადა პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტოდ მაკფერლეიმ (Todd McFarlane). ComicCon 2011–ის ჩვენებაზე მაკფერლეიმ განაცხადა, რომ სტუდია 38 Studios და Big Huge Games თამაშის გამოშვებას «მომავალი წლის თებერვლისთვის გეგმავენ, თუ რა თქმა უნდა კომპანია Electronic Arts–მა საკუთარი კორექტირების შეტანა არ მოინდომა». EA–მ ამ განცხადებას შემდეგი პასუხი გასცა: «ჩვენ პირობა დავდეთ, რომ რელიზი […]
Battlefield 3-ის ალფა–ტესტირებაში მონაწილეობას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ

Battlefield 3–ის, როგორც ბეტა–, ასევე ალფტა–ტესტირებაში მონაწილეობის უფლებას ჩვეულებრივი მოთამაშეებიც მიიღებენ, გულშემატკივრების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, განაცხადა სტუდია DICE–მა. შეგახსენებთ, რომ დეველოპერების თქმით, ვინც შეიძენს თამაშ Medal of Honor: Limited Edition–ს (MoH) ტესტირებაზე წვდომას ყველაზე ადრე მიიღებს. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ «ალფაში» მონაწილეთა რაოდენობა შეძღუდულია, გაუმართლებთ მხოლოდ იმათ ვისაც აირჩევენ დეველოპერები. თუ გნებავთ სცადოთ ბედი, ამისათვის აუცილებელია სტუდიის სიახლეთა ბმულში […]
FIFA Manager 12: პირველი დეტალები

გამომცემლობა Electronic Arts–მა ინტერნეტში თამაშ FIFA Manager 12–ის პირველი დეტალები გამოაქვეყნა. პროექტი, რომელიც სტუდია Bright Future–ში იქმნება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მხოლოდ PC-ზე გამოვა. FIFA Manager — ეს არის სპორტული ეკონომიკის სიმულატორის სერია, რომელიც მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება. თამაში ჩვენგან არ ითხოვს დახვეწილ პასებს, სწრაფ სირბილს და გატანილ გოლებს. მთავარია — ფულის სწორად დათვლა და ჩვენი გუნდის წარმატებაზე ზრუნვა. როგორც იუწყებიან, მეთორმეტე […]
ორ დღეში სტარტს იღებს Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება

ზეგ, 30 ივნის, ექშენ–RPG თამაშის, Hellgate–ის ყველასათვის ხელმისაწვდომი ღია ბეტა–ტესტირება იწყება, იუწყება კომპანია HanBitSoft. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩრდილო–ამერიკელ და ევროპელ გეიმერებს. ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მსურველები აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ თამაშის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ხოლო რაც შეეხება სრულფასოვან რელიზზს, სიახლე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა. პროექტის ორიგინალს Hellgate: London ეწოდება და Flagship Studios–ისა და Namco Bandai–ის შვილობილს წარმოადგენს, რომელიც 2007 წელს გამოვიდა. თუმცა მაშინ თამაშიდან […]
