Guitar Hero III: Legends of Rock — ყველაზე წარმატებული პროექტი ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში

Guitar Hero III: Legends of Rock კომპანია Activision–ის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა, იუწყება ანალიტიკური კომპანია NPD Group. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ეს თამაში ყველაზე მომგებიანია ა.შ.შ–ს თამაშების ინდუსტრიაში. რითმ–არკადა, რომელიც სტუდია Neversoft–ში შეიქმნა, 2007 წელს PS2–ზე, PS3–ზე, Wii–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შტატებში, გაყიდვების მოცულობამ $830,9 მლნ–ს მიაღწია, რაც Call of Duty: Black Ops–ის (გამომცემლობა Activision) მანაცემებთან შედარებით, რომელიც რეიტინგში […]
PS3-ექშენის, inFamous 2–ის ბეტა–ვერსია აპრილში გამოვა

გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა inFamous 2–ის ბეტა–ვერსიის უახლოეს მომავალში გამოსვლის შესახებ განაცხადა. და ეს აპრილში მოხდება. PlayStation Plus–ის ფასიან სერვერში დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის სიახლე 12 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენებს «ცოტა ხანი ლოდინი» მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ თამაშის დამუშავებაზე სტუდია Sucker Punch ზრუნავს. პროექტის სრულფასოვანი რელიზი 2011 წლის 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი; თამაშის პლატფორმა ერთადერთი — PS3. თუმცა ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბეტა–ვერსია, არამედ ეგრეთწოდებული UGC beta, […]
MotorStorm: Apocalypse-ის ევრორელიზი იაპონიაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო

16 მარტისთვის დაგეგმილი, MotorStorm: Apocalypse–ის ევრო და იაპონური ვერსიის რელიზი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამომცემლობა Sony Computer Entertainment–მა განაცხადა, რომ პროექტის რელიზის გადადების მიზეზი თამაშის სიუჟეტისა და იაპონიაში, მძლავრი მიწისძვრისგან გამოწვეული ტრაგედიის მსგავსება გახდა. «მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეგიონში თამაში უკვე ხელმისაწვდომია, ჩვენ ვწყვეტთ პროდუქტის შემდგომ მიწოდებას, ხოლო ყველა სარეკლამო მასალა განადგურდება», — იუწყება გამომცემლობა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტიდან, თამაში […]
შუთერი Homefront დასაბეჭდად გაიგზავნა

პირველი სახის შუთერის Homefront–ის დაგეგმილ დროზე გამოსვლას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლის: «თამაში დასაბეჭდად გაიგზავნა», — იუწყება გამომცემლობა THQ. «Homefront ჩვენი ყველაზე წარმატებული პროექტი უნდა გახდეს, რადგან Kaos–ის დეველოპერებმა სამი წელიწადი დახარჯეს იმისთვის, რომ დაძაბული ერთმომხმრებლიანი კამპანია და მულტიფლეიერი რეჟიმი შეექმნათ», — აცხადებს გამომცემლობა. პროექტი PS3–ზე, Xbox 360–ზე, PC-სა (გადატანაზე Digital Extremes–მა იზრუნა) და OnLive–ის სერვისისთვის გამოვა. 15–ში Homefront ა.შ.შ–სა და კანადაში გამოვა, 17–ში — ავსტრალიაში, […]
ვირტუალურ სამყაროში ნამდვილი მანქანით

ავსტრალიაში ნამდვილი ავტომობილი და 3D–გრაფიკა შეუხამეს ერთმანეთს ისე, რომ მომხმარებელს ქალაქში ან ავტოსტრადაზე მოძრაობის ილუზია ექმნება. რატომ? ეხლავე გავიგებთ. ინტერაქტიული სისტემა TS8000, რომელიც კომპანია TAG Systems–მა შექმნა, წარმოადგენს 8×8×5 მეტრიან სივრცეს. მის ცენტრალირ ნაწილში მოთავსებულია პლატფორმა, სადაც დამაგრებულია ავტომობილი ისე, რომ მის საბურავებს შეეძლოს ბრუნვა. სპეციალური ოთახის კედლებზე განლაგებულია 4 მეტრის სიგანის ეკრანები,რომლებიც მძღოლს 200–გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევენ. სურათი […]
Paradox Interactive-მა, ახალი სტრატეგია, Sengoku დააანონსა

შვედურმა კომპანია Paradox Interactive–მა წარმოადგინა ახალი, გლობალურ–ისტორიული სტრატეგია — Sengoku. პროექტის სახელწოდება პირდაპირ კავშირშია იაპონურ, სენგოკუს პერიოდთან, რომელიც XV–დან XVII–მდე გრძელდებოდა და ცნობილია როგორც «მეომარი სამეფოების პერიოდი». იმ დროისათვის იაპონია ფეოდალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა, დაყოფილი იყო მრავალ პროვინციად, რომლებსაც «უფრო ძლიერი» სამურაები მართავდნენ. მოთამაშე სათავეში ჩაუდგება ერთ–ერთ ასეთ კლანს. თუმცა თამაში ასე არ იწყება. თავიდან უნდა მოვიპოვოთ ლიდერობა, ხოლო შემდეგ გამოუცხადოთ ომი […]
MMORPG თამაშის, Rift–ის რელიზი შედგა

მრავალმომხმარებლიანი როლური თამაში Rift გაყიდვაში გამოჩნდა. დღეს შედგა ჩრდილო–ამერიკული რელიზი, ხოლო ევროპელებისთვის სერვერზე წვდომა 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი. სტუდია Trion Worlds–ის პროექტი მხოლოდ PC-ზე გამოვიდა. თამაშის ევროპულ რელიზზე ფრანგული კომპანია Ubisoft ზრუნავს. Rift — ეს არის ისტორია ტელარას ჯადოსნურ ქალაქზე. დღეისათვის ის განადგურების პირას არის, რადგან ქალაქის დამცველი ბეჭედი შესუსტდა, რის შედეგადაც გაჩნდა პორტალები, საიდანაც საშინელი მონსტრები გამოდიან. […]
RPG თამაში, Two Worlds III–სი 2012 წელს გამოვა

მორიგი კეთილის გამარჯვება ბოროტის წინააღმდეგ: კომპანია Reality Pump (პოლონეთი) Two Worlds III–ს ამუშავებს, იუწყება გამომცემლობა Topware Interactive. Topware–ის ოპერაციული დირექტორის, ჯეიმს სიმენის თქმით თამაშის რელიზი 2012 წელს შედგება ზუსტად იმავე პლატფორმებზე რაზეც მეორე ნაწილი: PC, «მაკინტოში», Xbox 360 და PS3. «სპეციალურად Two Worlds III–თვის ჩვენ გავაფართოვეთ დეველოპერთა ჯგუფი და ავიყვანეთ ხალხი ახალი 3D–მოდელების, ანიმაციებისა და CG-რგოლების […]
Telltale Games: «იურული პერიოდის პარკი» აპრილში გამოვა

სტივენ სპილბერგის (Steven Spielberg) ცნობილი ფანტასტიკის, «იურული პერიოდის პარკის» მიხედვით აპრილში საინტერესო ქვესთ–თამაში გამოვა. სამადლობელი წერილიები შეგიძლიათ კალიფორნიის შტატში (ა.შ.შ) Telltale Games–ის სტუდიაში გააგზავნოთ. დეველოპერები იუწყებიან, რომ თამაში Jurassic Park მხოლოდ PC-სა და «მაკინტოშზე» გამოვა. ქვესთი, სავარაუდოდ, რამდენიმე ეპიზოდად დაიყოფა. ეს Telltale–ის ტრადიციული ფორმატია, თუმცა სერიების რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებენ. მთლიანი თამაშის ღირებულება შეადგენს $29,99. თამაშის […]
ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება

ზომბი–ჰორორის, Dead Island–ის დამუშავება გრძელდება, იუწყება გამომცემლობა Deep Silver. პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, რის შემდეგაც თამაში უბრალოდ გაქრა. თუმცა 2009 წელს პოლონურმა სტუდია Techland–მა მოულოდნელად განაცხადა, რომ «დამუშავება სრული დატვირთვით მიმდინარეობს და პროექტი მშვენივრად გრძნობს თავს». რა თქმა უნდა! ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, ისევ ჩამოწვა «მდუმარება», და ბოლოს: ჩვენ ისევ მოგვაწოდეს ინფორმაციის ნაგლეჯი. […]
