Dell XPS 15z: თხელი ნოუთბუქი 15,6-დიუმიანი დისპლეით

კომპანია Dell-ის ახალი კომპიუტერი XPS 15z არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე. მწარმოებლების განცხადებით, წარმოდგენილი მოდელი არის მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი 15,6-დიუმიანი დისპლეით. მისი კორპუსის სისქე შეადგენს 24,7 მმ-ს, ხოლო მოწყობილობის წონა არის 2,5 კგ. PC-ს ექნება i5-ის ან i7-ის სერიის მეორე თაობის Core პროცესორი და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. […]