იაპონიაში გამოჩნდა გიგანტური OLED-გლობუსი

ტოკიოში (იაპონია) მეცნიერების და ინოვაციების განვითარების ნაციონალურ მუზემში შედგა, მსოფლიოში პირველი დიდ დიამეტრიანი OLED-გლობუსის პრეზენტაცია. კონსტრუქციას ჰქვია, Geo-Cosmos, რომელიც შექმნა კომპანია Mitsubishi Electric-მა. ის არის ალუმინის ბურთი, რომელიც დაკიდებულია 18 მ-ის სიმაღლეზე. Geo-Cosmos-ის დიამეტრი შეადგენს 6 მ-ს, ხოლო მისი ზედაპირი შედგება 10 362 პანელისგან ორგანული შუქდიოდების ბაზაზე (OLED), თითოეულის ზომა — 96×96 მმ. ბურთულაზე, ღრუბლების გამოსახულება […]
