Google-ის ახალი HP Chromebook 11

Google-მა თავის ოჯახში კიდევ ერთი ახალი Chromebook მიიღო HP Chromebook 11-ის სახით. 279 $ ღირებული მოწყობილობა უკვე იყიდება. ნეტბუქი თეთრი პლასტმასის კორპუსშია მოთავსებული და ზედა ხუფზე აქვს Google Chrome-ის ლოგოს პალიტრა ისევე როგორც Chromebook Pixel-ს, რაც ძალიან ლამაზია და მიანიშნებს მოწყობილობის Google-თან მჭიდრო კავშირს.

Google Chrome App Launcher – Mac პლატფომაზე გამოვა

Google Chrome-ის აპლიკაციების გამშვები, რომელიც Chrome-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მათი რჩეული ვებ-აპლიკაციები სწრაფად გაუშვას Google Chrome-ის Mac OS X პლატფორმაზე რელიზისათვის ემზადება. Google-მა უკვე დაიწყო ამ ფუნქციონალის Windows-ზე პორტირება, მაგრამ ის ასევე აღმოაჩინეს Chromium-ის ბოლო ბილდში OS X საოპერაციო სისტემისათვის.