Internet Explorer – აგრძელებს დაცემას
Microsoft-ი ყველა ღონეს ხმარობს, რომ Internet Explorer 9 გახდეს პირველადი ბრაუზერი მომხმარებლებისთვის, თუნდაც უკან მოიტივოს IE6. თუმცა ეს მცდელობა ჯერ-ჯერობით უშედეგოა. გლობალური მასშტაბით მისი ბრაუზერის რეიტინგი სტაბილურად ეცემა. Net Applications-ის მონაცემების მიხედვით მისი წილი სექტემბერში 54,4 პროცენტამდე დაეცა. დაკარგული წილი ყველაზე მეტი Google Chrome-ს ერგო, რომლის მაჩვენებელიც 16.2 %-მდე გაიზარდა.
