Google Docs for Android – განახლება

Google Docs for Android-ის განახლებამ პროგრამაში ახალი ფუნქცია დაამატა. დღემდე შეუძლებელი იყო დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში რედაქტირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა მობილური ქსელების მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ტრაფიკის შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. პროგრამა ავტომატურად მოახდენს სინქრონიზაციას, როცა ნებისმიერი WiFi ქსელი გახდება ხელმისაწვდომი მოწყობილობისათვის.