Google Keep სერვისისთვის Chrome აპლიკაცია გამოვიდა

გასულ თვეში, Google-მა წარმატებით გაუშვა Google Keep სერვისი, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ მოკლე ჩანაწერები და todo სიები თქვენი Android მოწყობილობისა და ვებ-ბრაუზერის საშუალებით. დღეს უკვე კომპანიამ თავისი ბრაუზერის ბლოგში ჩანაწერი გამოაქვეყნა სადაც წარმოადგინა Chrome აპლიკაცია, რომელიც Keep-ით სარგებლობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის სამაგიდო და ლეპტოპ კომპიუტერებისთვის.

Keep – უბის წიგნაკი Google Drive-ზე

Google Keep ჩანაწერების სერვისი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოჟონა უკვე ოფიციალურად დარელიზდა. ჩვენ უკვე გვაქვს Android აპლიკაცია და Web აპლიკაცია, რომლითაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ჩანაწერები და to-do სიები. ყველაფერი Google Drive საცავში ინახება და Android 4.2.2 ვერსიაში არის lockscreen-ის დამატება საიდანაც უფრო ადვილად მიგიწვდებათ ხელი პროგრამაზე.