Google Translate – უკვე ინტერნეტის გარეშე

წარმოიდგინეთ მოგზაურობთ უცხო ქვეყანაში და გინდათ თარგმნოთ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო ფრაზა ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Googel Translate, აგრამ არა გაქვთ წვდომა ინტერნეტთან? გუშინ Google-ის დეველოპერებმა გაუშვეს ენის offline პაკეტები ფრანგული და ესპანურიდან დაწყებული ჩინური და არაბულით დამთავრებული. მათ შორის არის ქართულიც.

Google Translate-ს უკვე ტექსტის ნახატებზე წაკითხვა შეუძლია

Google Translate-ის უახლეს ვერსიას უკვე შეუძლია ტექსტის ნახატიდან ამოკითხვ.ა ნახატების წაკითხვა მუშაობს ყველა იმ ენაზე, რომელიც არის ხელმისაწვდომი პროგრამაში და საშუალებას იძლევა ვთარგმნოთ მონიშნული ტექსტი. პროგრამაში შესაძლებელია ფოტოს გადაღება შემდეგ თითით ტექსტის მონიშვნა, რის შემდეგაც Google გააგზავნის თავის სერვერზე ამ სურათს და პასუხად მივიღებთ თარგმნილ ტექსტს.