Google Zeitgeist 2012: ძიების ერთი წლის სტატისტიკური შედეგები

ყოველი წლის ბოლოს კომპანია Google აჯამებს მისი საძიებო სისტემის და სერვისების მომხმარებლების აქტივობის სტატისტიკურ შედეგებს და ფართო პუბლიკას წარმოუდგენს მას რეიტინგების სახით. 2012 წელიც არ გახდა გამონაკლისი და Google-მა განაახლა zeitgeist ვებ-გვერდი სადაც ნათქვამია, რომ წელს სისტემამ დაამუშავა 1.2 ტრილიონი მოთხოვნა 146 ენაზე.