Google I/O 2013 – Keynote

გუშინ, როგორც წინასწარ იყო ცნობილი კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში, მოსკონე ვესტში გაიხსნა Google-ის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენიცა. ღინისძიების პირველი დღე რა თქმა უნდა ხელმძღვანელობის მიმართვით დაიწყო, დაანონსებულ იქნა კომპანიის სერვისების განახლება და შეაჯამეს ასევე უკვე მიღწეული შედეგები. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო უმნიშვნელოვანეს სიახლეებზე, რაც მიმართვისას გაჟღერდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქ რაც იქნა წარმოდგენილი ყველაფერი ერთნაირად […]

Google-მა Save to Drive ფუნქცია განახორციელა

როგორც ჩანს კომპანია Google მიღწეულით არასდროს არ კმაყოფილდება და ახლა უკვე მისი ღღუბლოვანი საცავის და ონლაინ საოფისე პაკეტის ფუნქციონალის განახლების დროც მოვიდა. იმისათვის, რომ უფრო მოსახერხებელი და პოპულარული გახადოს თავისი სერვისი მათ Save to Drive ღილაკის კოდი გამოაქვეყნეს.

Google Glass-ით ჩატარებული ფიზიკის გაკვეთილი CERN-დან

ფიზიკის მასწავლებელი ენდრიუ ვანდენ ჰოიველი დიდი ხანი ოცნებობდა CERN-ში წასვლაზე, რომ იქ ენახე დიდი ადრონული კოლაიდერი. Google Glass-თან ერთად მისმა გამგაზვრებამ უფრო დიდი აზრი შეიძინა, რამდენადაც მისი ყოველი ნაბიჯი მან თავის მოსწავლეებს რეალურ დროიში გადასცა მიჩიგანში. 

Google-მა პალესტინა აღიარა

როგორც TheVerge გვატყობინებს, Google-მა კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა საერთაშორისო ურთიერთობებში – თუ მანამდე სახელმწიფოების აღიარების უფლება მხოლოდ სხვა სახელმწიფოებს ქონდათ, ახლა ამის უფლება საძიებო გიგანტსაც შეუძლია. სინამდვილეში კომპანიამ უბრალოდ შეცვალა საძიებო სისტემის ლოგოტიპზე წარწერა “Google პალესტინის ტერიტორიაზე” – “Google პალესტინა”-ით. როგორც ჩანს ეს ფაქტი საერთაშორისო ინციდენტის მიზეზიც გახდა.

Google Keep სერვისისთვის Chrome აპლიკაცია გამოვიდა

გასულ თვეში, Google-მა წარმატებით გაუშვა Google Keep სერვისი, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ მოკლე ჩანაწერები და todo სიები თქვენი Android მოწყობილობისა და ვებ-ბრაუზერის საშუალებით. დღეს უკვე კომპანიამ თავისი ბრაუზერის ბლოგში ჩანაწერი გამოაქვეყნა სადაც წარმოადგინა Chrome აპლიკაცია, რომელიც Keep-ით სარგებლობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის სამაგიდო და ლეპტოპ კომპიუტერებისთვის.

Google Now ბრაუზერებისთვისაც გამოვა

ალბათ ყველას გახსოვთ  iGoogle, რომელიც იდეალური სასტარტო გვერდი უნდა გამხდარიყო ჩვენი ბრაუზერებისთვის სადაც მოთავსებული იყო მომხმარებლისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ვიჯეტების სახით. რა თმქ უნდა ამით სარგებლობა თითქმის არავინ არ მოისურვა, მაგრამ როგორც ჩანს Google აპირებს თავისი წარუმატებელი მცდელობა Google Now-ის ბრაუზერული ვერსიით შეცვალოს.

ლარი პეიჯმა Google-ის ფინანსური ანგარიში წარადგინა

ბაზრის სხვა მსხვილი მოთამაშეების მსგავსად კომპანია Google-მა 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგები წარმოადგინა. უმარავი მოსაწყენი ციფრების გარდა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი პეიჯმა Motorola-ს ახალ სმარტფონებზე და Google Glass-ზეც ისაუბრა.

Ubuntu: როგორ დავაყენოთ Google Play Music

ალბათ ყველა მკითხველმა იცის რომ Google-ს აქვს შესანიშნავი მუსიკალური ღრუბლოვანი სერვისი Play Music, რომელიც საშუალებას იძლევა 20 000 მუსიკალური კომპოზიცია ავტვირთოთ ჩვენი კომპიუტერიდან სერვერებზე და შემდგომში მოვუსმინოთ მათ Android მოწყობილობებსა და სხვა კომპიუტერებზე, თუნდაც ბრაუზერის საშუალებით. მობილურ აპლიკაციას შეუძლია მუსიკალური კონტენტის ჩამოტვირთვა მომხმარებლის შერჩევითაც.

ცნობილი გახდა Google Glass-ის ტექნიკური მახასიათებლები

Mirror API-ის გამოშვებასთან ერთად Google-მა გამოაქვეყნა მისი უახლესი პროდუქტის Google Glass-ის ტექნიკური სპეციფიკაციები. მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ფუნქციონალური შესაძლებლობები და გაურკვეველი იყო მისი აპარატული შესაძლებლობები. მოდით ვნახოთ თუ რას წარმოადგენს თავის კლასში პირველი მოყობილობა:

Gmail-ის განვითარების ისტორია (ინფოგრაფიკა)

ამ აპრილს Gmail – 9 წლის გახდა და უკვე დროა შევაფასოთ მის მიერ განვლილი დრო და ის უმნიშვნელოვანესი განახლებები რაც განვითარების ამ არც ისე ცოტა დროში განხორციელდა დეველოპერების და დიზაინერების მიერ. Gmail-ის ბლოგში გამოქვეყნდა შესანიშნავი ინფოგრაფიკა, სადაც ასახულია ამ სერვისის ევოლუციის უმთავრესი მომენტები, რომლის ქართული ვერსიაც მინდა შემოგთავაზოთ