Google-მა სმარტფონი Nexus 4 წარმოადგინა

კომპანია Google-მა და LG-იმ, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოადგინეს კომუნიკატორი Nexus 4 ახალი Android 4.2 Jelly Bean-ის ოპ. სისტემით. აპარატში მოთავსებულია 4-ბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon S4 Pro ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ოპერატული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს, ხოლო ჩაშენებული ფლეშ-სივრცის ტევადობა — 8 ან 16 გბ. კომუნიკატორს გააჩნია WXGA (1280×768 წერტილი) ფორმატის 4,7-დიუმიანი სენსორული True HD IPS Plus დისპლეი. გარდა ამისა, არის […]

Google Search iOS-ში უკვე ხმოვანი ძიებით განახლდა

Google-მა უკვე გამოაქვეყნა მისი საძიებო აპლიკაციის განახლება Android მოწყობილობებისათვის და რიგში iOS იყო რომელიც ამ დიდ რელიზს ელოდებოდა. საჭირო იყო iOS 5-ის მხარდაჭერა და ის განხორციელდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის მისი ხმოვანი ძიების ფუნქციონალი “უფრო სწრაფი და საგრძნობლად გაუმჯობესებული საუბრის ამოცნობით”, შეკითხვებზე პასუხიც ხმოვანია რა თქმა უნდა რეზულტატებთან ერთად. ეს განახელება ეხება iPhone და iPod […]

Google Nexus 10 Nexus 7 და Android 4.2

დღეისათვის, 29 ოქტომბრისათვის დანიშნული ოფიციალური პრეზენტაცია განუსაზღვრელი დროით გადაიდო ქარიშხალის გამო, მაგრამ Google-ში გადაწყვიტეს გაეცრუებინათ ჩვენი მოლოდინი და ქსელში წარმოადგინეს ყველა სიახლე. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველ პროგრნოზი გამართლდა. არის ორი ახალი მოწყობილობა და ძველის განახლებაც, ანდროიდმაც შეიცვალა ნომერი 4.2-ზე (სახელის შეუცვლელად) და მიიღო ახალი ფუნქციონალი. ყველაფერზე თანმიმდევრობით: Nexus-4-ის შესახებ ცალკე პოსტში

დაიბრუნე Google (ვიდეო)

დღეს Windows 8 გამოვიდა გაყიდვაში. თუ ყველაფერი კარგად იქნება მილიონობით PC-ის მომხმარებელი გადავა ახალ ოპ. სისტემაზე უახლოეს თვეებში და არის გიგანტი მაუნთინ ვიუში რომელიც ფიქრობს თქვენი საძიებო სისტემის მომავალზე. Microsoft-მა ყველაფერი კორექტულად გააკეთა და Windows 8-ში არის Internet Explorer 10 და Bing დატოვა Google-ის მომხმარებლები არჩევანის გარეშე. თუმცა უკვე გამოჩნდა ვიდეო რომლიც აგიხსნით თუ როგორ […]

Nexus 7 – მიმოხილვა

ჩვენს მაღაზიაში გაყიდვაში გამოჩნდა Google-ის პირველი პლანშეტური კომპიუტერი Nexus 7, რომლის მიმართაც გულგრილი ვერ დავრჩი და პირველივე დღეს წამოვიღე ტესტირებისათვის. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები და ზოგიერთი ტესტირების შედეგები რომელიც ამ მოწყობილობაზე ჩავატარე.

Google-მა გამოაცხადა სპეციალური Android ღონისძიება 29 ოქტომბერს.

როგორც ჩანს ჭორები Android-ის 29 ოქტომბრის ღონისძიების შესახებ სწორი აღმოჩნდა. მოსაწვევი Google-გან მიიღეს უმარავმა გამოცემებმა ამ დილით 10 საათზე ნიუ-იორკ სიტიში. მოსაწვევზე აწერია “the playground is open” რომლის დიზაინიც Google Now-ის ინტერფეისის სტილშია.

Google და Samsung გამოუშვებენ high-end-კლასის Nexus-პლანშეტს

CNET News გვამცნობს, რომ კომპანია Google, Samsung-თან ერთად ამზადებს Nexus-პლანშეტის ახალ მოდელს. სიახლე სავარაუდოდ, high-end-კლასის მოწყობილობებს განეკუთვნება. ის მიიღებს 10,1-დიუმიან სენსორულ დისპლეის გარჩევადობით 2560×1600 წერტილი (299 პიქსელი დიუმზე). ეს უფრო მეტია ვიდრე, უკანასკნელი თაობის Ipad-ის Retina-დისპლეი, რომლის გარჩევადობაც არის 2048×1536 წერტილი (პიქსელების რაოდენობა დიუმზე უტოლდება 264-ს). დამზადების პროცესში მყოფი სიახლის სხვა მახასიათებლები, ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა […]

LG Nexus სმარტფონი პრესაში გამოჩნდა

ბელორუსიულმა საიტმა Onliner.by  გამოაქვეყნა რომ მათ ხელში ჩაუვარდათ LG-ის მომავალი სმარტფონის მუშა პროტოტიპი, რომელიც დაანონსდება ოქტომბრის ბოლოსკენ, როგორც Google Nexus-ის შემდეგი მოდელი. მის უკანა მხარეს არის მოდელის სატესტო ინდექსი E960. მოწყობილობის კოდური დასახელებაა Mako. ადრე ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ სახელით ხდებოდა ახალი Nexus-ის დამუშავება, რომელსაც LG აწარმოებს.

Google+ აპლიკაციის განახლება iOS 6-ის მხარდაჭერით და ახალი ვიჯეტი Android-ზე

Google-ის სოციალური ქსელის განვითარება გრძელდება მისი ახალი ვერსიით Android და iOS პლატფორმებზე. ორივე ვერსიაში არის გვერდების ადმინისტრირების სრული ფუნქციონალი. Android-ზე არის სპეციალური ვიჯეტი  რომლითაც ხორციელდება წვდომა სურათები და მეგობრების ძიების ფუნქცია. ასევე განხორციელდა Apple-ის ახალი მოწყობილობსი მხარდაჭერა სადაც შესაძლებელია სურათების ტელეფონის გალერეაში შენახვა და ხალხისა და პოსტების ძებნა iPad-ზე. ჩვენ ვცადეთ გვერდების მართვის ფუნქცია, რომელიც […]

Google წარსულს დაუბრუნდა და გამოუშვა GSA 7.0

დიდი ხნით ადრე ვიდრე Google ბაზარს გაავსებდა Android მოწყობილობებით მათ ქონდათ აპარტული პროდუქტი, რომელიც იყო ყვითელი ფერის სერვერული მოწყობილობა სახელად Google Search Appliance. საძიებო გიგანტმა ეს მოწყობილობა კორპორაციული კლიენტებისათვის გამოუშვა, რათა გაეადვილებინა ძიების პროცესი კომპანიის რესურსების შიგნით. თუმცა ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ კომპანია მას მაინც საკმარის ყრადღებას აქცევდა.