სერგეი ბრინმა თავისუფალი ინტერნეტის მტრებად Apple და Facebook დაასახელა
Google-ის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სერგეი ბრინმა სოციალური ქსელი Facebook და კომპანია Apple თავისუფალი ინტერნეტის მთავარ მტრებად გამოაცხადა. ბრინის აზრით დღეისათვის ინფორმაციის გამჭვირვალობა და საყოველთაო ხელმისაწვდომობა, რა იდეებითაც პირველად შეიქმნა ინტერნეტი საერიოზული საფრთხის წინაშეა.
გამოვიდა Android 4.0.4 HSPA+ Galaxy Nexus-სა და GSM Nexus S-ზე
თუ გაქვთ HSPA+ Samsung Galaxy Nexus (I9250) ან UMTS / GSM Nexus S (I9020) და ყოველ დღე ამოწმებდით განახლებებს და უკვე მოგბეზრდათ ლოდინი მაშინ დღეს ყველაფერი შეიცვალა თქვენთვის რადგან Google-მა ოფიციალურად დაიწყო 4.0.4 განახლების გავრცელება ავტომატური განახლების სერვისის საშუალებით. ამავე განახლებას მიიღებს Motorola Xoom WiFi. როდის გამოვა იგივე მოწყობილობების CDMA ვერსიებისთვის აღნიშნული განახლება ჯერ-ჯერობით უცნობია. წყარო: Engadget
Android: Chome Beta – განხილვა
Android პლატფორმისათვის Google Chrome-ის გამოსვლას რობოტის პირველი ვერსიიდანვე ველოდებოდი, მაგრამ ლოგიკურია, რომ თანამედროვე სმარტფონების აპარატული პლატფორმის გაძლიერებამდე ამის შესაძლებლობა ნაკლები იყო. აი დადგა დრო, როცა სიკეთის კორპორაციამ გამოუშვა ნანატრი ბრაუზერის მობილური ვერსია. მოლოდინი გამართლდა იმაშიც, რომ ის Android 4.0 Ice Cream Sandwich-თვის გამოვიდა მხოლოდ.
Chrome Beta – Android პლატფორმისთვის
როგორც Google Mobile Blog იუწყება, წარმოდგენილია პირველი ბეტა ვერსია Chrome ბრაუზერისა Android 4 პლატფორმისათვის. მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ვიდეო რგოლი სადაც მოკლედ არის მიმოხილული ახალი ბრაუზერის ფუნქციონალური შესაძლებლობები:
Google Docs for Android – განახლება
Google Docs for Android-ის განახლებამ პროგრამაში ახალი ფუნქცია დაამატა. დღემდე შეუძლებელი იყო დოკუმენტების ოფლაინ რეჟიმში რედაქტირება, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა მობილური ქსელების მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ტრაფიკის შეზღუდვების გამო არ შეუძლიათ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა. პროგრამა ავტომატურად მოახდენს სინქრონიზაციას, როცა ნებისმიერი WiFi ქსელი გახდება ხელმისაწვდომი მოწყობილობისათვის.
700 000 Android მოწყობილობა დღე-ღამეში
კომპანია Google-ის მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის პოპულარობა იზრდება. როგორც Google-ის ვიცე პრეზიდენტი თავის Twitter-ში წერს, Android მოწყობილობების აქტივაციების დღიური რაოდენობა 700 000-ზე მეტი გახდა. შედარებისთვის: ივნისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 000 იყო, ხოლო 2010 წლის დეკემბერში 300 000. Google-ის სტატისტიკა არ ითვალისწინებს გადაყიდულ გაჯეტებსა და მეორად გააქტიურებას.
Google+ კვლავ განახლდა
Google-ის ინჟინრებმა წარმოადგინეს მათი სოციალური ქსელის ახალი ფუნქციონალური შესაძლებლობების დემონსტრაცია. განახლებეი შეეხო ფოტოების დათვალიერების და მართვის სისტემას, ბიზნეს-გვერდების ადმინისტრირებას და წრეების მართვას. მოდით ვნახოთ ვიდეო რგოლები სადაც ეს გაცილებით კარგად არის წარმოდგენილი:
ერიკ შმიდტი: Google-ის პლანშეტი ექვს თვეში გამოვა
ძვირფასო Android-ის ფანებო და უბრალოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებო, მემგონი სრულდება ჩემი კიდევ ერთი ოცნება და კომპანია Google გამოუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს. კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა იტალიურ ჟურნალ Corriere della Sera-თან საუბრისას განცხადა “მომდევნო ექვს თვეში ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი ხარისხის პლანშეტის გამოშვებას.” ნიშნავს თუ არა ეს ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევას, რომელთა შორის მათი პარტინიორებიც არიან […]
Google-ის პასუხი Siri-ს – Majel შესაძლოა წლის ბოლომდე გამოვიდეს
დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი Google-ის საიდუმლო პროექტის შესახებ. ცნობილი გახდა რომ პროექტის კოდური დასახელებაა Majel და ეფუძნება Majel Barrett-Roddenberry-ს რომლის ხმითაც ცნობილ სერიალში Star Trek საუბრობდა ფედერაციის კომპიუტერი.
Google Currents: ჟურანლის ტიპის ნიუსრიდერი Android და iOS პლატფორმებისთვის
ჭორები და დასტურდა და გამოჩნდა Google-ის ახალი პროდუქტი: Currents. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმისთვის. არის როგორც პლანშეტური ასევე სმარტფონის ფორმატშიც და უფრო საინტერესო და მოქნილი ინტერფეისით გვთავაზობს ინტერნეტ-სიახლეების წაკითხვას. ეს უფასო პროგრამა არის გრაფიკით დატვირთული ჟურნალი სადც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები პორტალებიდან AllThingsD, PBS, Huffington Post და Fast Company, ასევე ღია Google+ ლენტები და RSS-არხები.
