Google ყოველ კვირაში ერთ კომპანიას ყიდულობს

Google-ის თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა დღეს Le Web კონფერენციაზე გამოსვლისას, ისაუბრა ანდროიდზე, კომპანიის გაფართოებაზე და სხვა მრავალ საკითხზე. როცა მას შეეკითხეს თუ რატომ არ ყიდულობდა ის რომელიმე ფრანგულ კომპანიას, მან ხუმრობით შენიშნა, რომ Google ახლა კვირაში ერთ კომპანიას მაინც ყიდულობს.

სტივ ვოზნიაკმა ანდროიდის გუნდისგან მიიღო ექსკლუზიური Galaxy Nexus

Apple-ის თანადამაარსებელმა და ცნობილმა პერონამ ტექნოლოგიების სამყაროში სტივ ვოზნიაკმა მოიარა მაღაზიები სადაც ექსკლუზიურად მიიღო უახლესი მოწყობილობები. ის კომპანია Google-ის სათაო ოფისშიც მივიდა რომ მიეღო მისთვის განკუთვნილი Samsung Galaxy Nexus, ტელეფონი, რომელიც მოწოდებულია დაამარცხოს Apple-ის iPhone 4/4S. ვოზნიაკი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღო მოწყობილობა ოფიციალურ რელიზამდე. 

გამოვიდა: Google Music

ანონსის შესაბამისად, ლოს ანჯელესში შედგა Google-ის პრეზენტაცია, რომელიც Android პლატფორმას ეხებოდა. უფრო ზუსტად მუსიკალურ სერვისს Google Music. საძიებო გიგანტმა გამოაცხადა ამ სერვისის ბეტა სტადიიდან გამოსვლა და ახლა ყველა მომხმარებელს ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე შეუძლია დარეგისტრირდეს მისამართზე music.google.com, სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მოუწევთ ლოდინი ან პროქსი სერვერებით სარგებლობა.

ერიკ შმიდტი სენატის ქვეკომიტეტს: Siri შეიძლება იყოს Google-ის კონკურენტული საშიშროება

სექტემბერში Google-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ერიკ შმიდტი წარსდგა სენატის ანტიმონოპოლიური ქვეკომიტეტის წინაშე იმის გამო რომ Google დაადანაშაულეს საძიებო ბაზარზე ლიდერობით ბოროტად სარგებლობაში. როგორც მოსალოდნელი იყიო, შმიდტმა Google- ის პოზიციების დაცვას მოანდომა უმთავრესი დრო და დაასახელა კონკურენტები რაც მან სამართლიანი საქმიანობის დასტურად მოიყვანა.

რომელი მოწყობილობები მიიღებს ICS (Android 4.0) განახლებას

Android 4.0 გვიახლოვდება და რა თქმა უნდა ვიხარია მის გულშემატკივრებს. ახლა უკვე ყველამ ვიცით თუ რას უნდა მოველოდეთ მისგან, რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: რომელი მოწყობილობები მიიღებენ ამ სასურველ განახლებას? ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული პასუხი ზოგიერთი კომპანიისგან მაგრამ გვაქვს სია იმ მოწყობილობებისა რომელთა მფლობელებს გაუმართლათ და აუცილებლად მიიღებენ ამ განახლებას.

Gmail – პროგრამა iPad/iPhone

დიდი ხანია ვრცელდება ჭორები Gmail-ის პროგრამის შესახებს i-მოწყობილობებისათვის და ისიც გამოჩნდა. პროგრამ დაფუძნებულია HTML5-ზე არის მუქი და უფრო მუქი იარლიყი აქვს მას სპრინგბორდზე ვიდრე ანდროიდ მოწყობილოებებს. მოკლედ აღნიშნული მოწყობილობების მფლობელებს შეგიძლიათ ადგილზევე შეამოწმოთ ხოლო დანარჩენებს გთხოვთ იხილოთ სქრინშოტები და ვიდეო:

Google Reader: მოსალოდნელი განახლება

საკმაოდ სასურველი განახლება გამოვიდა Google-ის RSS აგრეგატორისთვის: რიდერის ინტერფეისი ახლა გუგლის ახალ სტილშია შესრულებული:

Microsoft იღებს ლიცენზიურ გადასახადს Android მოწყობილობების 50%-დან

Google-ის მიმართ წაყენებული საპატენტო შეტევები კომპანიას საკმაოდ ძვირი უჯდება. ყველამ ვიცით რომ სტივ ჯობსმა დაიფიცა Android-ს გავანადგურებო, მისი იდეების მოპარვისთვის. თუმცა უფრო დიდი საშიშროება Microsoft-გან მოდის, რომელიც ნახევარზე მეტი ანდროიდ მოწყობილობების გაყიდვებიდან წილს იღებს.

Google დაინტერესდა Yahoo-ს შეძენით

Wall Street Journal-ის ინფორმაციით კომპანია Google-მა დაიწყო მოლაპარაკებები მინიმუმ ორ საინვესტიციო კომპანიასთან, რომ მიიღოს მონაწილეობა Yahoo!-ს შესყიდვაში. Yahoo-ს შესყიდვის შესაძლ,ებლობას ასევე განიხილავენ ათამდე კერძო საინვესტიციო კომპანიები. ერთი ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატი არის Microsoft, რომელიც მუშაობს Silver Lake Partners და Canada Pension Plan Investment Board-თან ერთად. ამის გარდა ინტერესს გამოთქვამენ ჩინური ბიზნეს-პორტალი Alibaba და რუსული ფონდი  Digital Sky Technologies.

აქტივირებული ანდროიდ-მოწყობილობების რიცხვი 200 მილიონს უახლოვდება

Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ Android-ის მართვის ქვეშ მყოფი ტელეფონების და პლანშეტების ყოველდღიური აქტივაციების რაოდენობამ მიაღწია 550 ათასს. მაისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 400 ათასს, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — დაახლოებით 300 ათასს. ასე რომ, ახლა ყოველთვიურად მოხმარებაში შედის 16 მილიონზე მეტი  Android-გაჯეტი, ხოლო ჯამში ამ პლატფორმაზე აქტივირებულ მოწყობილობათა რიცხვი, პეიჯის თქმით, დაახლოებით 190 მილიონს […]