Google-ის მონაცემებით Android-ზე მავნე პროგრამების ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულია

მავნე (მალვეა) პროგრამული უზრნველყოფა Android-ის კრიტიკოსების ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტია, რომელიც ხშირად ფიგურირებს ამა თუ იმ ანალიტიკოსის სტატიებში. უნდობლობის ატმოსფეროს შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ფირმები რეგულარულად აქვეყნებენ ანგარიშებს სადაც აღწერილია უსაფრთხოების ისეთი შეცდომები რითაც საფრთხის ქვეშ დგება მომხმარებლების საბანკო ანგარიშები და პირიადი ინფორმაცია. უმრავლეს შემთხვევაში საფრთხე, რომელსაც წარმოადგენს Android-ის (მალვეა) საგრძნობლად გაბუქებულია და Google-მა წარმოადგინა მონაცემები, რომელიც […]

პრობლემები გქონდათ iOS7-ის განახლების ჩამოტვირთვისას?

ხუთშაბათი iOS7-ის გაშვების დღე იყო და Apple-მა დიდი გამოცდა ისევ ვერ ჩააბარა მისი სერვერების გამო. უკმაყოფილო მომხმარებლებმა ინტერნეტში სრული პანიკა ატეხეს ჩამოტვირთვისას შექმნილი პრობლემების გარშემო, რომელიც Apple-ის უახლეს სისტემამდე განახლებას ეხება. ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის, თუმცა მკითხველს მინდა ამის მიზეზებზე ცოტა დაწვრილებით მოვუთხრო.

Android 4.4 KitKat-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა

უკვე დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ Android 4.4-ში იქნება 64 ბიტიანი პროცესორების მხარდაჭერა. Intel-ის წარმომადგენლების გამოსვლისას დეველოპერების ფორუმზე ერთ-ერთ სლაიდში გამოჩნდა საჭირო მონაცემები. დღეისათვის Intel-ის პროცესორები არც ისე პოპულარულია მობილურ მოწყობილობებში. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ Intel-ს აქვს ის ტექნოლოგიები რაც შესაძლებელს გახდის 64 ბიტიანი პროცესორების მობილურ სეგმენტში დანერგვას.

Android Kitkat: მობილური საოპერაციო სისტემის შემდეგი ვერსია

Google-მა გვამცნო, რომ პოპულარული საოპერაციო სისტემის Android-ის შემდეგი ვერსიის სახელი “KitKat” იქნება. იგივე სახელით შოკოლადის ფილებს აწარმოებს კომპანია Nestle. პირველად მობილური პლატფორმა მიიღებს უცხო სახელს. ამ საკითხზე კონსულტაციები ტექნოლოგიურ გიგანტსა და კვების მრეწველობის უმსხვილეს კომპანიას შორის საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა.

Android-მა iOS ძალიან შორს ჩამოიტოვა

Android პლატფორმას უკვე ტოლი არა ყავს სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. IDC-ის ანალიტიკოსების მონაცემებით სმარტფონების მიწოდება ანდროიდის ბაზაზე 2013 წლის მეორე კვარტალში 73,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ დროისათვის სულ მიწოდებული 187,4 მილიონი Android სმარტფონი. ეს ბაზარზე მიწოდებული ჭკვიანი ტელეფონების 79,9 % შეადგენს. LG G2-ის ანონსი კი უფრო გააძლიერებს ინტერესს ლიდერი საოპერაციო სისტემის მიმართ. 

Google-მა Android Device Manager წარმოადგინა

ხშირად პრობლემას წარმოადგენს დაკარგული მოწყობილობის მოძებნა, იმ შემთხვევაში, როცა ის სადმე ბარში ან პარკში დაგრჩათ ან თუნდაც ბოროტმოქმედმა მოგპარათ ან უყურადღებოდ დარჩენილი მოწყობილობა ვინმემ შემთხვევით აიღო და თან წაიღო 🙂 საქმე იმაშია რომ Apple-ს უკვე დიდი ხანია აქვს მსგავსი სერვისი არა მხოლოდ თავისი მობილური ტელეფონებისთვის ასევე ნოუთბუქებისთვის. Android-ზე მსგავსი აპლიკაციები უამრავია, მაგრამ ყველა ასეთი აპლიკაცია […]

Moto X

მას შემდეგ რაც Google-მა შეიძინა Motorola Mobility, ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა, რომ კომპანია თავის სმარტფონს გამოუშვებდა, რაც ლოგიკური და მოსალოდნელიც იყო. და როგორც იქნა ისიც გამოჩნდა Moto X-ის სახით. მას შემდეგ რაც Google-ის საკუთრებაში გადავიდა Motorola საკადრის ადგილზე ვერ იყო ამერიკის ბაზარზე. Verizon-თან ურთიერთობის შედეგად ისინი Droid ოჯახს აწამოებდნენ ასევე ყიდიდნენ ტელეფონებს ჩინეთსა და ევროპაში. […]

Google-ის საუზმე სუნდარ პიჩაისთან ერთად (Nexus 7, Android 4.3, Chromecast)

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიმომხილველი დიმიტრი გოგელია (და არა მარტო დიმიტრი) პრეზენტაციის შემდგომ ცდილობს გააუფერულოს Google-ის ახალი პროდუქტების ეფექტი და გაანელოს მათდამი ინტერესი მომხმარებლებში, მე მინდა წარმოგიდგინოთ მოკლე მიმოხილვა იმისა თუ რამ გაუხეთქა გული ეფლისტებს და რა გვიხარია ჩვენ თავისუფალი სოფტის და უფრო თავისუფალი ჰარდის მოყვარულებს. მაშ ასე გუშინ Google-მა ჟურნალისტებისათვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო სადაც […]

Google მედია სტრიმინგისთვის ემზადება

Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Google დიდ მედია კომპანიებს მიმართავს სატელევიზიო გადაცემების ლიცენზირების საკითხებზე, რომ მათი შემდგომი სტრიმინგო მოახდინოს თავისი მომხმარებელებისათვის. Intel და Apple ასევე მუშაობენ მსგავსი სერვისების გაშვების მიმართულებით.

Google-მა “Master Key” მოწყვლადობა გამოასწორა

Google-მა ამოკერა Bluebox Security-ის მიერ აღმოჩენილი მოწყვლადობა Android საოპერაციო სისტემის უსაფრთხოების მოდელში. მოწყვლადობის გამოყენებისას შემტევი აპლიკაციების 99% გადააქცევდა “ტროას ცხენის” მსგავს ვირუსად. Google-მა განაცხადა, რომ მათ ეს უსაფრთხოების პრობლემა აღმოფხვრეს და უკვე გადაუგზავნეს OEM (ორიგინალური მოწყობილობების მწარმოებლები) არხის მომხმარებლებს.