მთვარეზე ადამიანს ფეხი უკვე 40 წელია არ დაუდგამს

40 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იუჯინ ცერნანმა დატოვა ბოლო ნაფეხური მთვარის ზედაპირზე Apollo 17 მისიის დასრულებისას. ეს იყო ბოლო იმ ქვსი მისიიდან, რომელიც მთვარის ზედაპირზე შეასრულა პილოტირებულმა ხომალდებმა. გაფრენა სულ 9 იყო მაგრამ სულ 6-მა მისიამ მოახერხა ზედაპირზე დაჯდომა. ამ მისიების განმავლობაში სულ 12-მა ადამიანმა გაისეირნა მთვარეზე 🙂

GRAIL მთვარის შესწავლის ახალი მისია

GRAIL- THE Gravity Recovery and Interior Laboratory, მთვარის მისიაში მონაწილეობს ორი “ტყუპი” აპარატი, რომელთა დანიშნულებაც, დედამიწის თანამგზავრის გრავიტაციული ველის და მისი შინაგანი მდგომარეობის შესწავლაა. აპარატებები 8 სექტემბერს გაეშვა მისე კანავერალის კოსმოდრომიდან. მთვარემდე მისაღწევად, ორ აპარატს დასჭირდება დაახლოებით ოთხი თვე, ისინი მოძრაობენ სპეციალური ტრაექტორიით, რომელიც მათ დაუზოგავს ენერგიას.