მსოფლიოში ყველაზე თხელი ნათურა გრაფენისგან

  დაივიწყეთ LED ნათურები…. მომავალში განათება შესაძლებელი იქნება ნახშირბადით. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ნათურა ჩიპზე, რომელიც გრაფენის გახურებით ანათებს. ეს იგივე პროცესია რაც ჩვეულებრივ დღის განათების ნათურებში იმ განსხვავებით, რომ მასში გამოიყენება ერთი ატომის სისქის მანათობელი ფენა, რომელიც გამჭვირვალეა. ტექნოლოგია არა მხოლოდ განათებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, მიკროსკოპულ დონეზე მატერიალის გახურება ქიმიური პროცესების შესწავლის სფეროშიც გამოსადეგი იქნება. […]

გრაფენის აღმომჩენი: ახალი მატერიალი ძალიან მალე თქვენს სახლებში იქნება

თითქმის 10 წლის წინ ჰოლანდიელ-ბრიტანელმა ფიზიკოსმა ანდრია გეიმმა აღმოაჩინა ნივთიერება, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მატერიის ტრადიციულ გაგებაში. კოლეგასთან კონსტანტინე ნოვოსელოვთან ერთად მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში 2010 წლეს. ეს ნივთიერებაა გრაფენი – ერთატომიანი ნახშირბადის ფენა. მოდით ვნახოთ თუ რას ამბობს თვით აღმომჩენი ამ მატერიალის შესახებ თავის ინტერციუში, რომელიც CNN-ის ეთერში გავიდა.