LG ამზადებს მძლავრ სმარტფონს D1L-ს

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია LG მაისში დააანონსებს კომუნიკატორს D1L-ს, რომელიც კონკურენიცას გაუწევს Galaxy S III-ს, რომელსაც გამოშავებად ამზადებს კომპანია Samsung. სავარაუდო მონაცემებით, D1L-ს ექნება 28-ნანომეტრიანი «სისტემა ჩიპზე» Snapdragon S4, რომელიც აერთიანებს ორ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 225-ს. პროცესორი იძლევა მუშაობის საშუალებას: 3D-კონტენტთან, მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან 1080p ფორმტაში, 8-არხიან (7.1) ხმასთან და კამერებთან გარჩევადობით […]

სმარტფონი Meizu MX გაყიდვაში გამოვა 1 იანვრიდან

ჩინურმ კომპანია Meizu-მ წარმოადგინა ფლაგმანური კომუნიკატორი MX, რომლის შესახებაც ჭორი გამოჩნდა ზაფხულში. როგორც იუწყებიან, სმარტფონი გაყიდვაში გამოვა 1 იანვრიდან, რომელსაც გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 4210 და 16 გბ ინტერგრირებული ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. მოგვიანებით, 2012 წელს ხელმისაწვდომი გახდება მოდელი ოთხბირთვიანი ჩიპით და 32 გბ მეხსიერებით. კომუნიკატორს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, […]

Texas Instruments-მა წარმოადგინა ახალი თაობის ჩიპის OMAP 5-ის შესაძლებლობები

კომპანია Texas Instruments-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ სმარტფონების, პლანშეტების და სხვა მობილური მოწყობილობების სისტემურ ჩიპს OMAP 5-ს. OMAP 5-ის არსენალში შედის ორი  ARM Cortex-A15-ის ბირთვი სიხშირით 2,0 გჰც და ორი — ARM Cortex-M4, რომლებიც განკუთვნილია დაბალსიხშირიანი ციფრული სიგნალებით სამართავად და ძირითად ბირთვებზე დატვირთვის შესასუსტებლად. გარდა ამისა, მიკროსქემები შეიცავენ გრაფიკულ ძრავს, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს დამუშავების ამაჩქარებელ ბლოკს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებს და ენერგომოხმარების […]

ჰიბრიდული პლანშეტი ASUS PadFone გაყიდვაშუ გამოვა 2012 წლის დასაწყისში

ASUS-ის თავმჯდომარემ ჯონ შიიმ (Jonney Shih) AsiaD-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის PadFone-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 2012 წელს. ფაქტიურად სიახლე წარმოადგენს ორ მოწყობილობას გაერთიანებულს ერთში: უკანა კორპუსზე არის სპეციალური განყოფილება, რომელშიც თავსდება სმარტფონი. ამასთან ერთად პლანშეტი წარმოადგენს დოკ-სადგურს კომუნიკატორისთვის, რომელიც ზრდის კომპიუტერის შესაძლებლობას. PadFone-ის მახასიათბლებიდან ცნობილია: სენსორული დისპლეის დიაგონლი, რომელიც შეადგენს 4,3-დიუმს, ხოლო პლანშეტის ეკრანი — 10 დიუმი; პროგრამული […]

Motorola Admiral: მძლავრი სმარტფონი QWERTY-კლავიატურით

23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ. აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან. სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც […]

აქტივირებული ანდროიდ-მოწყობილობების რიცხვი 200 მილიონს უახლოვდება

Google-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა განაცხადა, რომ Android-ის მართვის ქვეშ მყოფი ტელეფონების და პლანშეტების ყოველდღიური აქტივაციების რაოდენობამ მიაღწია 550 ათასს. მაისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა დაახლოებით 400 ათასს, ხოლო 2010 წლის დეკემბერში — დაახლოებით 300 ათასს. ასე რომ, ახლა ყოველთვიურად მოხმარებაში შედის 16 მილიონზე მეტი  Android-გაჯეტი, ხოლო ჯამში ამ პლატფორმაზე აქტივირებულ მოწყობილობათა რიცხვი, პეიჯის თქმით, დაახლოებით 190 მილიონს […]

eviGroup SmartPaddle: Windows-პლანშეტი Intel-ის პლატფორმაზე

ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით. ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე  შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი. პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, […]

DreamBook Wi5: სმარტფონის და მინი-პლანშეტის ჰიბრიდი

კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება მინ-კომპიუტერზე DreamBook Wi5, რომელიც არის Intel Atom-ის აპარატულ პლატფორმაზე. სიახლე წარმოადგენს სმარტფონის და პლანშეტის ჰიბრიდს. ის შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე: მოძრავი 5-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ განთავსებულია კლავიატურა QWERTY-განლაგებით. ეკრანის გარჩევადობა — 1024×600 წერტილი; მხარდაჭერილია «მულტითაჩ» ტექნოლოგია. გაჯეტს აქვს პროცესორი Atom Z515, რომელიც ფუნქციონირებს 1,2 გჰც სიხშირეზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო […]

«გუგულფონი» Motorola RAZR-ის სისქე შეადგენს 7,1 მილიმეტრს!

კომპანია Motorola Mobility-იმ დაანონსა მძლავრი სმარტფონი RAZR 4,3-დიუმიანი დისპლეით, რომელიც არის Android 2.3.5-ის პლატფორმაზე. აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომლის სისქეც შეადგენს 7,1 მმ-ს. სენსორული Super AMOLED Advanced ეკრანი, რომელსაც გააჩნია qHD (960×540 წერტილი) გარჩევადობა, დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მინით. სიახლეში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მეხსიერბა — […]

Galaxy Nexus – Ice Cream Sandwich

დღეს, თბილისის დროით 6:00-ზე ჩატარდა Google-სა და Samsung-ის ერთობლივი ღონისძიება სადაც წარმოდგენილ იქნა ახალი ფლაგმანი და ოპერაციული სისტემა. მოდით მოკლედ განვიხილოთ შემდეგი თაობის ნექსუსი – Galaxy Nexus:                                                         […]