მაუსი-სკანერი LG LSM-100 გაყიდვაში გამოვა აგვისტოს ბოლომდე

კომპანია LG Electronics IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს, არასტანდარტულ კომპიუტერულ მაუსს LSM-100-ს, რომლის შესახებაც, პირველი ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში. წარმოდგენილი მანიპულატორის განაკუთრებულობა მდგომარებს შემდეგში: მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო კომპიუტერის ეკრანზე კურსორის სამართავად, არამედ გამოსახულების და დოკუმენტების დასასკანირებლად А3 ფორმატამდე. მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველ დოკუმენტს გადაატაროს მაუსი და კორპუსზე განთავსებულ  სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით, მისცეს ციფრული სახე. […]