Microsoft, Skype-ის ვებ ვერსიას გამოუშვებს

კორპორაცია Micrososft, პროექტ Skype for Browsers–ის შესაქმნელად, ახალ თანამშრომლებს ეძებს. შესაბამისად გამოქვეყნდა ოთხამდე ოფიციალური განცხადება, რომელიც ახალი კადრების შერჩევას ითვალისწინებს. ვაკანსიის მოკლე აღწერა შემდეგნაირად ჟღერს: რედმონდულ კომპანიას ესაჭიროება პროგრამისტები, რომლებიც ფლობენ HTML5–ის პროგრამულ ენას. ახალ თანამშრომლები იმუშავებენ Microsoft-ის ოფისებში — ლონდონსა (ინგლისი) და პრაღაში (ჩეხეთი). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-ს დაგეგმილი აქვს, Skype-ის ვებ ვერსიის გამოშვება. პროგრამული კლიენტის, […]

VMware’s WSX გვპირდება დესკტოპის ვირტუალიზაციას HTML5 ბრაუზერში

ეს პროდუქტი ჯერ არ არის ბაზარზე გამოსვლისთვის მზად, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ მალე გვექნება დესკტოპის სხვა მოწყობილობებზე ვირტუალიზაციის კიდევ ერთი საშუალება. WSX არის HTML5–ზე აგებული პროგრამების კრებული რომელიც არ იყენებს სპეციფიურ მოდულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება მხოლოდ ბრაუზერი, რომელშიც მარტივად შევძლებთ Windows-ის ან სხვა ოპ. სისტემის გაშვებას შესაბამის მოწყობილობაზე.

HTML5 + CSS3 + Daft Punk

The Man in Blue-ს ფსევდონიმით ცნობილმა კამერონ ადამსმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა მუსიკისა და გრაფიკის იდეალური შეხამება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფლეერი და ვიზუალიზაცია HTML5–ზე, CSS3–ზე, jQuery–სა და Canvas–ზე არის შექმნილი. Chrome–ისთვის რეკომენდებული მეშაფი შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო განსაკუთრებით ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ თავად ავტორის კომენტარის წაკითხვა შემდეგ ბმულზე: http://themaninblue.com/writing/perspective/2011/05/12/

Microsoft: Internet Explorer 9 ფინალური რელიზი

როგორც კომპანია მაიკროსოფტის დეველოპერების IE სამუშაო ჯგუფის ბლოგში 14 მარტის პოსტშია ნათქვამი გამოვიდა უკვე დიდი ხანი ბეტა ტესტირების ფაზაში მყოფი ბრაუზერის Internet Explorer 9 -ის ფინალური ვერსია. ბრაუზერის ახალი ვერსიის პიარ კამპანია მიმდინარეობს საიტზე http://www.beautyoftheweb.com/ სადაც უამრავი მომხმარებლის ვიდეოა, რომელიც ახალი ბრაუზერის შესახებ გვიზიარებს თავის აზრს და ასევე განთავსებულია ჩამოსატვირთი ბმულები 39 სხვა და სხვა ენაზე. […]

Mozilla არ დაუჭერს მხარს H.264 თავის პროდუქტებში

როგორც კომპანია Mozilla-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ შევერმა (Mike Shaver) ნახევრად ოფიცილაურად განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს H264 კოდეკს მის პროდუქტებში. მან ეს HTML5 “video” ტეგის ტესტირების საპასუხოდ განახცხადა, რომელიც კომპანიებმვა YouTube და Vimem წამოიწყო. კომპანიის შიგნით ჩვენ მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს H.264 კოდეკის ლიცენზირების შესაძლებლობა ისე, რომ ის ვრცელდებოდეს მოზილას […]