IFA 2011: Sony ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანს გადააქცევს 3D-პანელად!

Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება. გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები. პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. […]