ელექტრონული კალამი Wacom Inkling!

კომპანია Wacom სექტემბერში დაიწყებს ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარის Inkling-ის გაყიდვებს, რომელიც განკუთვნილია მხატვრებისთვის, ილუსტრატორებისთვის და დიზაინერებისთვის. Inkling წარმოადგენს ელექტრონული და ბურთულიანი კალმის ჰიბრიდს. ქაღალდზე მელნით შესრულებული ესკიზები და ნახატები იწერება სპეციალურ მიმღებში, რომელიც მიბმულია ფურცლის ზედა ნაწილზე. ამასთანავე აღიქმება, არამარტო მხატვრის ყველა მოძრაობა, არამედ დაწოლის სიმძიმე (ამოიცნობა 1 024 დონემდე დაწოლა). გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულებაზე ფენების დადებაც. […]