eviGroup SmartPaddle: Windows-პლანშეტი Intel-ის პლატფორმაზე

ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით. ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე  შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი. პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, […]

Samsung Chronos: მძლავრი ნოუთბუქები Intel-ის პლატფორმაზე

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ნოუთბუქები Chronos. 15,6 და 14 დიუმიაინი ეკრანის დიაგონალით. პორტატული კომპიუტერები შესრულებულია Intel-ის პლატფორმაზე; მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოიყენება პროცესორი Core i7-2675QM ტაქტური სიხშირით 2,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულება — 8 გბ-მდე. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD6750M. არის DVD-მიმღები, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და USB 3.0 პორტი. ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, PC-ში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, […]

MeeGo გახდა Tizen რაზეც Intel და Samsung იღებენ პასუხისმგებლობას

გაურკვევლობა MeeGo-ს გარშემო გრძელდება იმით, რომ ღია-კოდით პლატფორმა გარდაიქმნება Tizen-ში, ახალ ასევე ღია-კოდით ოპერაციულ სისტემაში სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ჭკვიანი ტელევიზორებისთვის, ნეტბუქებისთვის და ICE სისტემებისთვის. პროექტს ხელმძღვანელობს The Linux Foundation და Intel, Samsung – MeeGo-ს დეველოპერების ჯგუფთან ერთად – რომლებიც გვპირდებიან, რომ MeeGo-ს მომხმარებლები და პროგრამისტები მარტივად შეძლებენ Tizen-ზე გადასვლას. ახალი პლატფორმა 2012 წლის პირველ კვარტალში უნდა […]

IFA 2011:მონობლოკიToshiba Qosmio DX730 აღჭურვილია 23-დიუმიანი Full HD-დისპლეით

კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე, (ბერლინი, გერმანია) სხვა მოწყობილობებთან ერთად წარმოადგინა სამაგიდო კომპიუტერი Qosmio DX730, კლასი «ყველაფერი ერთში», რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. მონობლოკს შესაძლებელია ჰქონდეს Pentium ან მეორე თაობის Core i3/i5/i7 პროცესორები. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. კომპიუტერს ექნება DVD-მიმღები ან  Blu-ray რექორდერი. დისპლეის დიაგონალი — 23 დიუმი; ხოლო მისი […]

IDF 2011: Intel-მა წარმოადგინა Atom-მოწყობილობები Android-ის ბაზაზე

Intel-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოპერაციული სისტემა Android, ოპტიმიზირებული იქნება Atom პროცესორებთან სამუშაოდ. ინიციატვია, რომელმაც გაიჟღერა IDF 2011-ის ფორუმზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნია აშშ), დააჩქარებს Atom-ის ჩიპებით მობილური მოწყობილობების გამოჩენას ბაზარე, ასევე გაიზრდება პლანშეტების და მობილურების მწარმოებლების ინტერსესი Intel-ის აპარატული გადაწყვეტილების მიმართ. IDF 2011-ზე დემონსტრირებული იყო კომუნიკატორების და პლანშეტური კომპიუტერების პროტოტიპები  Android-ის მართვის ქვეშ Intel Medfield-ის პლატფორმაზე. Medfield-ის ფუძე — 32-ნანომეტრიანი Atom-ის […]

ტექნოლოგია: Intel WiDi

კორპორაცია Intel-მა ფორუმზე IDF 2011 (13-15 სექტემბერი; სან-ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ.) ფართო საზოგადოებას წარუდგინა გეგმები Wireless Display-ს მომავალი განვითარების შესახებ. Wireless Display საშუალებას გვაძლევს გადავცეთ გამოსახულება კომპიუტერიდან მაღალი გარჩევადობის ტელევიზორის ეკრანზე კაბელების გარეშე, ამისათვის აუცილებელია სპეციალური სატელევიზიო მიმღები. თავიდანვე WiDi მუშავდებოდა ნოუთბუქებისათვის Core 2 პროცესორებით და Centrino Wi-Fi ადაპტერებით.

Intel და Google იწყებენ Android-ის ოპტიმიზაციას x86 არქიტექტურისათვის

გუშინ კონფერენციაზე Intel Developer Forum, Intel-მა და Goolge-მა განაცხადეს, რომ ერთობლივად დაიწყებენ Android-ის შემდეგი ვერსიების ოპტიმიზაციას Intel-ის ჩიპსეტებისთვის სმარტფონებისთვის. მართალია ასეთი ჩიპსეტები ჯერ არ არის ბაზრზე. IDF-ზე აჩვენეს პლანშეტი Medfield ჩიპსეტზე (მესამე თაობის Atom პროცესორით), რომელიც Android 3.0-ზე მუშაობდა. ეს მოწყობილობები გაყიდვაში უნდა შემოვიდეს 2012 წლის პირველ კვარტალში. Google-თან თანამშრომლობა და ოპტიმიზაცია x86 პლატფორმისათვის დაეხმარება […]

Windows 8 Developer Preview

გუშინ მაიკროსოფტმა კონფერენციაზე Build ანაჰაიმში (ა.შ.შ./კალიფორნია), წარმოადგინა Windows 8. მისი მთავარი პლიუსი ის არის რომ აქრობს განსხვავებას პლანშეტებს, ნოუთბუქებსა და  სამაგიდო კომპიუტერებს შორის, რომ არის მსუბუქი და მუშაობს სენსორულ ეკრანებთან და კლავიატურებთან. Windows 8 მოიცავს ახალ ინტერფეისს Metro, იტვირთება გაცილებით სწრაფად (8 წამზე ნაკლებ დროში), აქვს ახალი მაღაზია პროგრამული უზრუნველყოფისათვის, პროგრამებს შროის კავშირი, აქვს ARM […]

IFA 2011: პლანშეტი Samsung Series 7 Slate PC 11,6-დიუმიანი დისპლეით

კომპანია Samsung-მა  IFA 2011-ის გამოფენაზე, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Series 7 Slate PC  Intel-ის პლატფორმაზე. სიახლეს შესაძლებელია ჰქონდეს მეორე თაობის Core პროცესორი (Core i5-2467M მოდელამდე ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც) ან ორბირთვიანი ჩიპი Pentium. ოპერაციული სისტემა — Windows 7 (64-ბიტიანი ვერსია). პლანშეტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი მოცულობით 32 ან 64 გბ. სენსორული დისპლეის ზომა, შესრულებულია მოცულობითი […]

Samsung 700G7A: სათამაშო ნოუთბუქი 17,3-დიუმიანი დისპლეით

სექტემბერში კომპანია Samsung დაიწყებს, მეშვიდე სერიის მძლავრი ლეპტოპის 700G7A-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე. ნოუთბუქს გააჩნია, 2-გიგაჰერციანი პროცესორი Core i7 ოთხი ბირთვით და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი, Radeon HD 6970M 2 გბ მეხსიერებით; 17,3-დიუმიანი დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD). ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, კომპიუტერში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, ინფრომაციის […]