დრონების ახალი ფუნქცია Wi-Fi–ის განვითარებაში

მძლავრი და ხარისხიანი კავშირი სჭირდებათ არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, არამედ სწრაფი ინტერნეტი და სტაბილური მიღება ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორია სამაშველო სამსახურებისთვისაც. მათ, ისე როგორც არავის, სჭირდებათ უპრობლემო და ხარისხიანი წვდომა მონაცემთა შიდა ბაზებთან კონლრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ლოზანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორიამ შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით  SMAVNET (Swarming Micro Air Vehicle Network), რომელიც Wi-Fi–ის განვითარების საშუალებას იძლევა. სიგნალის […]

ამერიკულ უპილოტოებს ვირუსებმა შეუტია

მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც […]

ყოველი მეხუთე ვებ–მომხმარებელი Amazon–ზე შედის

Amazon–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯეფ ბეზოსი (Mario Tama / Getty Images–ის ფოტო). კომპანია comScore–მ წამყვანი ონლაინ–მარკეტებისა და ინტერნეტ–მომსახურების (რომლებიც გაყიდვებს ეხება) მომხმარებელთა საერთო რაოდენობა შეაჯამა. გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში Amazon–ს 282 მლნ «იუზერი» ეწვია, ანუ 15 წელს გადაცილებულ ინტერნეტ მომხმარებელთა 20,4%. მარტივად რომ ვთქვათ, ვებ–მაღაზიას პლანეტის ყოველი მეხუთე ადამიანი იყენებს, რომელსაც გააჩინა ინტერნეტთან წვდომა (მითითებულ ასაკობრივ კატეგორიაში). […]

Google Plus-ის მომხმარებლების სტატისტიკა!

კომპანია Find People on Plus-მა მოამზადა, სტატისტიკა 947996 აქაუნთზე, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან, Google-ის ახალ სოციალურ ქსელში. Google Plus-ის მომხმარებლების რუკა. გთავაზობთ, მომხმარებლების, უფრო კონკრეტულ სტატისტიკას სქესის, პროფესიის და ქალაქების მიხედვით. სტატისტიკა სქესის მიხედვით: სტატისტიკა პროფესიის მიხედვით: სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით: და ასევე, საინტერესო დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი მამაკაცი და ქალბატონი არიან ერთმანეთის გაცნობის ძიებაში:   წყარო: findpeopleonplus.com

Google ჩინეთს Gmail–ის ექაუნთების გატეხვაში ადანაშაულებს

Google–ის გენერალური დირექტორი, ლარი პეიჯი (რეიტერის ფოტო). კომპანია Google–მა  Gmail–ის სერვისში დარეგისტრირებულ პირთა ექაუნთების გატეხვის მრავალჯერადი არასანქცირებული მცდელობა დააფიქსირა. როგორც იუწყებიან, უცნობი თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ფიშინგის მეთოდის გამოყენებით, გებულობდნენ Gmail–ის პაროლებს. დაზარალდა ასობით ადამიანი, მათ შორის: ამერიკელი ჩინოვნიკები, ჩინეთის პოლიტიკური ლიდერები, სამხედრო პირები და ჟურნალისტები. Google–ში მიაჩნიათ, რომ ჰაკერების მიზანი Gmail–ის მომხმარებელთ მიმოწერის მონიტორინგი იყო, ხოლო თავდასხმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკიდან განხორციელდა. […]

Facebook–მა და Spotify–მ შესაძლოა მალე მუსიკალური სერვისი გაუშვან

Anders Forsberg–ის ფოტო. როგორც ყველამ ვიცით, Facebook–ს არა აქვს უფლება თავის მომხმარებელს აუდიოფაილების ატვირთვის ნება დართოს, რადგან სამართალდამცავები სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ მუსიკის პირატულად გავრცელების ბრალდებით საკმაო პრობლემებს შეუქმნიან. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ვებ–სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook–ში მალე ახალი მუსიკალური სერვისი გამოჩნდება, რომელის დამუშავება, ცნობილ მუსიკალურ ვებ–სამსახურთან, Spotify–სთან ერთად მიმდინარეობს. როგორც იუწყებუან, სიახლე Facebook Music–ის სახელწოდებას […]

სარეკლამო ვიდეორგოლები YouTube–ზე

როგორც ჩანს YouTube–საც «შემოაკლდა» ფული 🙁 ვიდეოს დაწყების წინ, ავტომატურად ირთვება სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომლის გამორთვაც შეუძლებელია. რეკლამის ჩვენების დროს თუ ფლეერს დავაკლიკებთ ბრაუზერში იხსნება ახალი ფანჯარა, რომელსაც დამკვეთის საიტზე გადავყავართ. PS: რეკლამა შეიძლება ჯერ ბევრს არც უნახავს, რადგან ასეთი ტიპის რეკლამების დამკვეთთა რაოდენობა ჯერჯერობით მცირეა.

20 წლის წინ პირველი ვებ სერვერი გაუშვეს

  ოცი წლის წინ, 17 მაისს, ჟენევაში, ევროპის ატომური კვლევების ლაბორატორია CERN-ში, პროგრამული უზრუნველყოფის კონსულტანტმა, ტიმ ბერნერს-ლიმ საკუთარ ლაბორატორიაში, ერთ-ერთ კომპიუტერს გაუკეთა წარწერა, სადაც ეწერა «This machine is a server, DO NOT POWER IT DOWN!!» (ეს მანქანა სერვერია, არ გამორთოთ!!) როგორც ისტორიულადაა ცნობილი ამ მანქანაში რეალიზებული იყო დიდი ტექნოლოგიური სამეული: URL-ადრესაცია, HTML აღწერა და HTTP-პროტოკოლის ერთიანი კლიენტ-სერვერი. […]

HTML5 + CSS3 + Daft Punk

The Man in Blue-ს ფსევდონიმით ცნობილმა კამერონ ადამსმა გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა მუსიკისა და გრაფიკის იდეალური შეხამება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფლეერი და ვიზუალიზაცია HTML5–ზე, CSS3–ზე, jQuery–სა და Canvas–ზე არის შექმნილი. Chrome–ისთვის რეკომენდებული მეშაფი შეგიძლიათ იხილოთ აქ, ხოლო განსაკუთრებით ცნობისმოყვარეებს შეუძლიათ თავად ავტორის კომენტარის წაკითხვა შემდეგ ბმულზე: http://themaninblue.com/writing/perspective/2011/05/12/

ინტერნეტ-მაღაზია Chrome Web Store მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომია

Chrome Web Store–ის მთავარი გვერდი. ამიერიდან, ბრაუზერ Chrome–ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პროგრამების ონლაინი მაღაზიიდან, Chrome Web Store–დან სასურველი პროგრამების, თამაშებისა და სხვ. გადმოწერა. სიახლის შესახებ Google I/O 2011–ის კონფერენციაზე (10–11 მაისი, სან–ფრანცისკო, კალიფორნია, ა.შ.შ) გახდა ცნობილი. Chrome Web Store გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და Google–ის ევენთამდე მხოლოდ ა.შ.შ–ში მოქმედებდა. მაღაზია ბრაუზერ Chrome–სა და ოპერაციული სისტემა Chrome OS–ის მომხმარებელს უამრავ […]