დასახელდა The Webby Awards–ის გამარჯვებულები

LEGO.com-ის სასტარტო გვერდი. როგორც იქნა, ცნობილი გახდა ვებბის (The Webby Awards) ყოველწლიური პრემიის (რიგით მეთხუთმეტე) ლაურეატები. The Webby Awards — ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული დაჯილოება, რომელიც ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო ინტერნეტ–პროექტებს. პროექტის ორგანიზატორია ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემია (International Academy of Digital Arts and Sciences). ლაურეატების არჩევა ხდება როგორც ჟიურის, ასევე გულშემატკივრების მიერ მიცემული ხმების დათვლით. […]
Yahoo!–მ სერვისი Delicious YouTube–ს დამფუძნებლებს მიყიდა

YouTube-ის დამფუძნებლები, სტივ ჩენი (მარცხნივ) და ჩედ ჰარლი Webby Awards–ის დაჯილდოების 11–ე ცერემონიაზე (Webby Awards–ის ფოტო). უახლოეს მომავალში ონლაინ სანიშნების პოპულარული სისტემა Delicious, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოდან, შეიცვლის მფლობელს. იუწყებიან, რომ Yahoo!, რომელმაც Delicious 2005 წელს დაუსახელებელ ფასად შეიძინა, სერვისის გაყიდვაზე უკვე მოელაპარაკა YouTube–ის დამფუძნებლებს, სტივ ჩენსა და ჩად ჰარლის. გარიგების თანხა უცნობია, თუმცა ადრე აცხადებდნენ, რომ რესურსი […]
ინფორმაციის ოფტიკური გადაცემის სიჩქარეში ახალი რეკორდი დამყარდა

მეცნიერთა ორმა დამიუკიდებელმა ჯგუფმა ოფტიკურ–ბოჭკოვანი ხაზით ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის სიმბოლურ ბარიერს, 100 ტბიტ/წმ–ს (ტერაბიტი წამში) გადააჭარბეს. ერთ–ერთი ექსპერიმენტის მონაწილეებმა, რომელსაც დაი ციანი (Dayou Qian) ხემძღვანელობდა კომპანია NEC–დან, მოახერხეს ინფორმაციის გადაცემა ოფტიკის სიჩარით 101,7 ტბიტ/წმ–ში. სისტემაში 370 ლაზერი გამოიყენებოდა, ხოლო მიმღებსა და გადამცემს შორის მანძილი 165 კმ–ს შეადგენდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი გამტარობის უნარი 250 ორმხრივი Blu-ray დისკის ერთდროულ გადაცემას […]
ჰაკერებმა უფასო ონლაინ–შოპინგის შოუ დადგეს

ინტერნეტ–ვაჭრობა — სწრაფი და ეფექტური, მაგრამ ზოგჯერ დაუცველი (Sullivan / Corbis–ის ფოტო). კომიუტერული უსაფრთხოების ამერიკელმა სპეციალისტებმა უმსხვილეს ინტერნეტ–მაღაზიებში სუსტი წერტილები აღმოაჩინეს. ჟიუ ვანმა ერთ–ერთი კიბერ–შეტევისას, რომელიც მან ინდიანას უნივერსიტეტისა და Microsoft Research–ის კოლეგებთან ერთად განახორციელა, გამოიყენა ბრაუზერ Firefox–ის პლაგინი იმისთვის, რომ გამოეკვლია სავაჭრო საიტ Buy.com–ის მიერ საგადასახადო სისტემა PayPal–ისთვის გაგზავნილი მონაცემები და პირიქით. როგორც კი მომხმარებელი იხდის შენაძენის საფასურს, PayPal ვებ–მაღაზიას […]
ერთი თაობის შემდეგ SMS-ები და ელექტრონული წერილები სამუდამოდ გაქრება

აი ისიც — მკვლელი ალტერნატივა (Grant Shellen–ის ფოტო). მობილური ტექსტური შეტყობინებები, შასაძლოა, ერთი თაობის შემდეგ სამუდამოდ გაქრეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მილიონობით ახალგაზრდა ადამიანი ელექტრონული კავშირის სხვა საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას — ტელოფონითა და სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის მყისიერი გაცვლის შესაძლებლობა. ექსპერტების თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში, მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობა 20%–ით შემცირდა. ამის მიზეზი გახდა […]
Twitter-მა შესაძლოა TweetDeck შეიძინოს

Twitter–ის დამფუძნებლები: ევან უილიამსი (მარცხნივ) და ბიზ სტოუნი (2009 წლის იანვარი; Eric Luse / San Francisco Chronicle / Corbis–ის ფოტო). ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Twitter–მა შესაძლოა თავის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური ხელშეკრულება გააფორმოს. საუბარია პროგრმების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია TweetDeck–ზე — უფასო კროს–პლატფორმული პროგრამა, რომელიც სოციალურ ქსელებთან სამუშაოდ არის განკუთვნილი: Twitter, Facebook, MySpace, LinkedIn, Google Buzz და Foursquare. პროგრამის შესაძლებლობებს შორის შეიძლება გამოვყოთ საზოგადო და […]
Google SPDY: სიცოცხლე HTTP 1.1-ის შემდეგ

2011 წლის იანვრიდან ბრაუზერში Chrome, გამოჩნდა SPDY (SoeeDY) პროტოკოლის მხარდაჭერა, ის ჩართულია SSL ტრაფიკისათვის Google-ის სერვერებზე. აქედან გამომდინარე, ყველა საიტი, რომელიც Google-ს ეკუთვნის, იტვირთება გაცილებით სწრაფად Chrome-ში ვიდრე ნებისმიერ სხვა ბრაუზერში. ოთხი თვის განმავლობაში Chrome-ის მომხმარებლები იღებენ ძალიან ბევრგ ვებ-გვერდს Google-დან HTTP-ის გარეშე. ვიღაცას შეიძლება ძველი ისტორიაც გაახსენდეს კომპანია მაიკროსოფტთან დაკავშირებით, რომელმაც “გააუმჯობესა მისი Internet […]
Google Blogger-ის მაშტაბურ განახლებას გეგმავს

httpvhd://www.youtube.com/watch?v=hPhFc6GqVdU Google იშვიათად აანონსებს რაიმე სიახლეს წინასწარ, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიამ გადაწყვიტა Blogger–ის განახლების შესახებ მის გამოჩენამდე განეცხადებინა მომხმარებლებისთვის. დასაწყისისთვის, Blogger–ის ჯგუფმა ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი წარმოადგინა. ახალი დიზაინი არამხოლოდ თანამედროვე და დახვეწილია, არამედ ასევე იყენებს Google Web Toolkit–ს. ასე გამოიყურება ჩანაწერების რედაქტორი: ასე კი — ხელსაწყოების პანელი: მწარმოებლები, ასევე, საინტერესო მატერიალების ახალი საძიებო სისტემის წარმოდგენასაც აპირებენ, რომელიც მომხმარებლის მიერ […]
ირანმა ჩამოაყალიბა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც «მოწინააღმდეგე საიტებზე» შეტევას განახორციელებს

გასაგებია, რომ ამ ქალბატონის ყველა სიტყვა კონტროლდება… (washingtontimes–ის ფოტო). ალბათ ყველა ქვეყანას ჰყავს სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მთავრობის მიერ მითითებულ უამრავ რესურს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიან. ძალიან ბევრი ეჭვობს, რომ ჩინეთს ხელისუფლება ჰაკერების მთელ არმიას განაგებს, რომლებიც საიდუმლოდ მუშაობენ მთავრობის მიერ მითითებულ დავალებებზე. ა.შ.შ–ში არსებობს სპეციალური სტრუქტურა, რომელის ქსელის ამერიკულ სეგმენტს მსგავსი შემთხვევებისგან იცავს, თუმცა […]
YouTube შტატებს მესამედით გაზრდის

YouTube–ის დამფუძნებლები: ჩად ჰარლი (მარცხნივ) და სტივ ჩენი (WorkingWorld.com–ის ფოტო). YouTube, პლანეტის უმთავრესი ვიდეოჰოსტინგი, მიმდინარე წელს, თანამშრომელთა რაოდენობის მესამედით გაზრდას აპირებს. როგორც იუწყებიან, შტატების გაზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის განვითარებისათვის, აუცილებელია. ცნობილი გახდა, რომ YouTube–ის თანამშრომელთა რაოდენობა 30%–ით გაიზრდება. სპეციალისტთა რაოდენობა, რომლებიც YouTube–ში დაიწყებენ მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიის ახლობელი წყაროები აცხადებენ, რომ დღეისათვის, ვიდეოჰოსტინგის შტატი 600–დან 700 ადამიანამდე […]
